logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი: ქალების ეკონომიკური აქტიურობა თუ კაცების ეკონომიკურ აქტიურობას გაუტოლდება, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 11%-ით გაიზრდება
თამარ ჩუგოშვილი: ქალების ეკონომიკური აქტიურობა თუ კაცების ეკონომიკურ აქტიურობას გაუტოლდება, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 11%-ით გაიზრდება
19:19 17.10.2019
„საქართველოში ქალების ეკონომიკური აქტიურობა თუ გაუტოლდება კაცების ეკონომიკურ აქტიურობას, ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება 11%-ით. ეს არის ძალიან დიდი მაჩვენებელი, ეკონომიკისთვის ძალიან დიდი რესურსი, რომელიც ახლა დაკარგულია და რომელსაც ქართული ეკონომიკა აბსოლუტურად ვერ იყენებს. ამიტომ, ამ მიმართულებით გააქტიურება სჭირდება არა მარტო ქალებს, არამედ ჩვენს ოჯახებს და ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა ფორუმზე - „როგორ ისწრაფვიან ქალები ინოვაციისა და პროგრესისადმი“ სიტყვით გამოსვლისას.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, გენდერული თანასწორობის საბჭო სხვადასხვა საკითხებზე მუშაობს, მათ შორის: ძალადობის თემებზე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებაზე, თუმცა, წელსაც და მომდევნო წელსაც პრიორიტეტული მიმართულება ქალების ეკონომიკური გაძლიერება იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს გააცნო ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა.

„სრულიად გაცნობიერებულად გადავწყვიტეთ, რომ მთავარი აქცენტი გაგვეკეთებინა ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე იმიტომ, რომ ქალს აქვს თუ არა თავისი შემოსავალი, აქვს თუ არა თავისი საარსებო წყარო, თავისი ბიზნესი და სამსახური, ამაზეა საბოლოო ჯამში დამოკიდებული მისი დამოუკიდებლობაც და მისი სიძლიერეც“, - აღნიშნა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ქალების ეკონომიკური გაძლიერება უამრავი საკითხისგან და თემისგან შედგება, ამიტომ გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, მათ შორის - სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

„სახელმწიფო აფინანსებს სხვადასხვა ეკონომიკურ პროგრამებს, რომლებიც მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს, განსაკუთრებით, ქალების საჭიროებებზე, იმ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ სურვილი დაიწყონ ან უკვე დაწყებული აქვთ სამეწარმეო საქმიანობა და სურვილი აქვთ მისი გაფართოების. ნამდვილად ბევრი რამის გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ ის პროგრამები, რომლებიც სახელმწიფოს ფულით, ყველა ჩვენგანის გადახდილი გადასახადებით ფინანსდება, ბევრად უკეთ იყოს მორგებული იმ საჭიროებებზე, რომლებიც თქვენ გაქვთ ან სხვა ადამიანებს აქვთ და, შესაბამისად, მათი ეფექტურობა იყოს ბევრად უფრო მაღალი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება არის მეტნაკლებად სწრაფი მექანიზმი იმისთვის, რომ ადამიანი დასაქმდეს და შემოსავლის წყარო გაუჩნდეს.

მისივე თქმით, პარლამენტმა უკვე მიიღო კანონმდებლობა, რომელიც შეეხება შევიწროების და დისკრიმინაციის თემებს და ასევე, იგეგმება შრომის კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა, რომელიც დასაქმების ადგილას შექმნის მეტნაკლებად თანასწორ გარემოს და თანასწორ პირობებს.

„ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ე. წ. Pay Gap-ი ანუ ანაზღაურების სხვაობა იმ თანხებს შორის, რომელსაც გამოიმუშავებენ ქალები და კაცები. ამიტომ, ბევრი კომპონენტი ქმნის უთანასწორო გარემოს და ჩვენი ამოცანაა, რომ განსაკუთრებით, სადაც სახელმწიფო დებს რესურს, ის პროგრამები იყოს მაქსიმალურად გამართული, ეფექტური და იძლეოდეს მაქსიმალურად სწრაფ შედეგს“, - აღნიშნა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, როგორც სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობასთან, ასევე ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა შეხვედრები გამართეს რეგიონებში. ასევე, მისი განცხადებით, ორივე საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიმართება გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფების მიერ მომზადებული დასკვნების განხილვა.

„ჩვენი კარი ღიაა და, გთხოვთ, მოგვაწოდოთ საინტერესო იდეები, რა შეიძლება პარლამენტმა დამატებით კიდევ გააკეთოს. ჩვენთვის პირველწყაროდან მიღებული ინფორმაცია მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა