logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ბოლო პერიოდის აქტივობებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რომ საქართველოს ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
დავით ზალკალიანი: ბოლო პერიოდის აქტივობებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რომ საქართველოს ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
17:46 17.10.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდი იყო ძალიან დატვირთული განხორციელდა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები და ვიზიტები, ასევე საქართველო ეფექტიანად იყენებდა ნატო-ში ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტს.

მინისტრმა ამ მხრივ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მოწვევით ქ.ბათუმში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) მეხუთე ვიზიტზე, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ნატოსა და საქართველოს შორის როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.

ამასთან დეკემბერში დაგეგმილი ნატო-ს ლიდერთა შეხვედრამდე NAC-ის ვიზიტის გამართვა იმის მანიშნებელი იყო რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, და რომ ის ნატოს ღირებული და სანდო პარტნიორია. ვიზიტის ფარგლებში მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც მოკავშირეები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს მიერ დემოკრატიისა და თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს. მინისტრის განცხადებით უაღრესად წარმატებული იყო ნატოს ბრიუსელის სამიტი, რომლის ფარგლებში გაიმართა ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურების შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან.

აღნიშნული შეხვედრის შედეგად მიღებულ იქნა ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია, რომელიც მოიცავს საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს და ხაზს უსვამს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. როგორც სამიტის დასკვნით დოკუმენტში, ასევე ნატო-საქართველოს ერთობლივ დეკლარაციაში ალიანსის მხრიდან გამოხატულია საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში. ასევე, სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, დაისახა და შეთანხმდა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები და გადაწყდა საქართველოსა და შავ ზღვაზე მოქმედ ნატო-ს საზღვაო დაჯგუფებას შორის ურთიერთობის გაღრმავება;

დავით ზალკალიანის განცხადებით მიმდინარეობს მუშაობა, დეკემბერში ქ. ლონდონში დაგეგმილ ლიდერთა შეხვედრის პარალელურად, ატლანტიკური საბჭოს, გლობსეკის და მიუნხენის საერთაშორის კონფერენციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობის მისაღებად.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა