logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ჩვენს უკან დგას ქვეყანა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება
დავით ზალკალიანი: ჩვენს უკან დგას ქვეყანა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება
16:07 17.10.2019
“მსურს ჩემი ქვეყნის მოსახლეობისთვის საგარეო უწყება და პირადად მე ვიყო მინისტრი, რომელიც მათ ოჯახებში მოიტანს მშვიდობას და არა შეიარაღებულ კონფრონტაციას, სტაბილურობას და არა ესკალაციის მუდმივ საფრთხეს, გააზრებულ ნაბიჯებს და არა სპონტანურ გადაწყვეტილებებს, შეუქცევად ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მომავალს. ამისათვის გადავდგამ ყველა საჭირო ნაბიჯს, პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, რადგან ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი მოსახლეობის მანდატით და ჩვენს უკან დგას ჩვენი ქვეყანა, რომლისთვისაც ახლა უმთავრესია მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, რაც, როგორც თავად ხედავთ, ასეთი აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის” - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში სამთავრობო საათზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქრათველო იმყოფება საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ბუნებრივია, დიდი გავლენა აქვს საქართველოზე. სწორედ ამ ვითარებაში ხელისუფლებამ მოახერხა და სწორი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით, მიუხედავად მსოფლიოში არსებული უამრავი ცხელი წერტილისა, საერთაშორისო დღის წესრიგში დააბრუნა საქართველოს საკითხი და იგი აქტუალურია ისეთ საერთაშორისო ტრიბუნებზე, როგორიც არის გაეროს უშიშროების საბჭო, გენერალური ასამბლეა, ადამიანის უფლებათა საბჭო, ეუთო, ევროპის საბჭო, ნატო და ევროკავშირი.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის უმთავრეს მიზნად და იმავდროულად უმთავრეს გამოწვევად რჩება სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა.

“ამ მიზნის მიღწევის გზად ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია მშვიდობიანი, კონსტრუქციული, რაციონალური პოლიტიკა, რაც არის უმთავრესი წინაპირობა ჩვენი ქვეყნის სტაბიულური განვითარებისთვის, ეს კი არის პირდაპირი გზა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენისათვის”- განაცხადა მინისტრმა სამთავრობო საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა