ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიის უბნებად დაყოფა დაასრულა. როგორც „ნიუსპრესს“ ცესკოდან
აცნობეს, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ 15 აგვისტოს მდგომარეობით განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ამომრჩეველთა ერთიანი სია 3,613,747-მდე ანუ 7,509-ით შემცირდა.
საარჩევნო უბნების რაოდენობამ საზღვარგარეთ და გამონაკლის შემთხვევაში გახსნილი უბნების გარეშე - 3,648 შეადგინა.

















