logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოზარ სუბარი: მამუკა ხაზარაძემ გადაწყვიტა ეთაღლითა ტენდერის მოსაგებად, რომლის შესრულების შანსი არ არსებობდა - იმ იმედით, რომ შემდეგ მთავრობა პირობებს შეუცვლიდა
სოზარ სუბარი: მამუკა ხაზარაძემ გადაწყვიტა ეთაღლითა ტენდერის მოსაგებად, რომლის შესრულების შანსი არ არსებობდა - იმ იმედით, რომ შემდეგ მთავრობა პირობებს შეუცვლიდა
11:16 16.10.2019
მამუკა ხაზარაძემ გადაწყვიტა ეთაღლითა იმისთვის, რომ მოეგო ტენდერი, რომლის შესრულების შანსი არ არსებობდა იმ იმედით, რომ შემდეგ მთავრობა პირობებს შეუცვლიდა. არ ვიცი, თაღლითობა შეიძლება ძალიან რბილი სიტყვაც იყოს ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განცხადა, როდესაც ისაუბრა ანაკლიის პორტის პროექტსა და ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით.

სოზარ სუბარის განცხადებით, მამუკა ხაზარძემ პარლამენტში თქვა, რომ კონსორციუმმა კარგად იცოდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტზე ისეთი ტენდერი იყო გამოცხადებული, რომლის შესრულება შეუძლებელი იყო,თუმცა ამის მიუხედავად, ტენდერში მონაწილეობა მაინც მიიღო, რათა გაემარჯვებინა. სუბარი მიიჩნევს, რომ ხაზარაძის ეს განცხადება ანალიზს საჭიროებს.

„კონსორციუმს ჰქონდა ვალდებულება მოეყვანა ინვესტორები. ვერ მოიყვანა. არაერთხელ გადავიდა ამის ვადა. მეორე, მათ გააკეთეს განცხადება, რომ ჰყავთ ინვესტორი, რომელზეც მათ შორის, ოპოზიციური პარტიების მხრიდან დაიდო არაერთი მასალა, რომ ეს არის ყაზახური კომმპანია, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კრემლის ინტერესებთან, „გაზპრომთან“, თუ ვიღაცასთან. არ ვიცი, ეს რამდენად მართალია, თუმცა ცხადია ეს შესწავლადია.

მთავარი ის, არის, რომ დღემდე კონსორციუმი ამბობდა, რომ მთავარი ინტერესი ამ შემთხვევაში, არის ის, რომ სწორედ ამერიკული მხარე არის შემოყვანილი.

თითქოს სწორედ ამიტომ მოხდა ის, რომ თავის დროზე ბატონმა ხაზარაძემ პარლამენტში კომიტეტის მოსმენების დროს, პირდაპირ გააკეთა განცხადება, რომელიც მეგონა, რომ ექსპერტების და ჟურნალისტების მხრიდან ძალიან დიდი დაინტერესების საგანი გახდებოდა და დიდი დარტყმები წამოვიდოდა ჩვენზე ხელისუფლებაზე, რომ რატომ მოაწრეთ ხელი ასეთ ხელშეკრულებას. მან თქვა, რომ იცით, კონსორციუმმა ძალიან კარგად იცოდა, რომ ისეთი ტენდერი იყო გამოცხადებული, რომლის შესრულება შეუძლებელი იყო, მაგრამ მასში მონაწილეობა მე მაინც იმისთვის მივიღე, რომ გამემარჯვებინა. სხვებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა იმიტომ, რომ იცოდნენ, შესრულება შეუძლებელი იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამის შემდეგ შევიცვლიდი პირობებსო. ეს ძალიან სეროიოზული აღიარებაა, რომელიც მინიმუმ, სერიოზულ ანალიზს მაინც საჭიროებს, თუ მეტს არა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა