logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ის კომისიაა, რომლის მუშაობის პირობებშიც 10 დღეში იხსნება ტელევიზიები საქართველოში და მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ
მამუკა მდინარაძე: ის კომისიაა, რომლის მუშაობის პირობებშიც 10 დღეში იხსნება ტელევიზიები საქართველოში და მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ
19:34 15.10.2019
მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კანონპროექტის ირგვლივ გამართული მსჯელობისას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომ მათ პარლამენტის პრესტიჟზე მისათითებელი არაფერი აქვთ.
"ბოლო დროს, კონსტიტუციაში ასახული ნორმებიდან დაწყებული, რეგლამენტით გაგრძელებული, ადვილად ვერავინ დაგვაბრალებს იმას, რომ პარლამენტს თავისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში რამე დავაკელით. ეს ზედმეტი მგონია" - განაცხადა ფრაქციის ლიდერმა.

მამუკა მდინარაძის თქმით, -"ადრე საერთოდ თავმჯდომარეს ირჩევდა პრეზიდენტი 6 წლით, და სასამართლოში არსებული ვითარების არ იყოს, საერთოდ არანაირი კრიტერიუმი რომ არ არსებობდა, თუმცა მაშინ ხმას არავინ იღებდა ამაზე. არანაირი პრეტენზია ამასთან დაკავშირებით არ ჩნდებოდა, ამაზე არ იყო არანაირი პრობლემები და ახლა შეიქმნა პრობლემები როცა კანონი იხვეწება. ორი ვადით პრეზიდენტებს ირჩევენ და ახლა კომისიის თავმჯდომარის არჩევა რაღაც კატასტროფად არ უნდა წარმოვიდგინოთ".

ამის შემდეგ მან განმარტება გააკეთა იმის შესახებ, რომ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ორი ვადით არჩევა კატასტროფად არ უნდა წარმოვიდგინოთ. –"ახლა ლაპარაკი არის იმაზე, რომ სამი წლით ავირჩიოთ და განმეორებით კომისიაში ჰქონდეთ თავად იმ ადამიანებს (ხაზგასასმელია) უფლება არჩევისა, ვინც თავის მხრივ აირჩია საქართველოს პარლამენტმა. ესე იგი საქართველოს პარლამენტის როლი არის აქ გამოკვეთილი და პარლამენტის მიერ არჩეულ წევრებს ჰქონდეთ ამის საშუალება მეორე ვადით აირჩიონ.
სხვათაშორის ეს ის კომისიაა, რომლის მუშაობის პირობებშიც 10 დღეში იხსნება ტელევიზიები საქართველოში და მათ არანაირი პრობლემა არ ექმნებათ. ამიტომ მე რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას და განსაკუთრებულ ხარვეზებს აქ ვერ ვხედავ, სწორედ ამიტომ არის რომ ვეთანხმებით წარმოდგენილ პოზიციას, წარმოდგენილ ცვლილებებს და კატასტროფას კი არა პრობლემასაც ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით.
თუკი წარმომადგენლობაზეა საუბარი კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ პარლამენტის როლი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი.
არავინ ამბობს, რომ წევრი და თავმჯდომარე ერთი და იგივეა, რა თქმა უნდა თავმჯდომარეს აქვს შედარებით განსაკუთრებული ფუნქცია ამ შემთხვევაში მაგრამ ირჩევენ პარლამენტის მიერ არჩეული წევრები, ამიტომ აქ რაიმე შესაშფოთებელი არ უნდა იყოს. ამიტომ ექნება ჩვენი მხარდაჭერა ამ კანონპროექტს", განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა