logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
17:08 15.10.2019
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერად ჩემი არჩევის პირველივე დღიდან სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობები ვითარდება აქტიური და გულწრფელი კონტაქტებით, ჩვენთვის მტკივნეული საკითხების ირგვლივ უშუალო და ნდობაზე დაფუძნებული დიალოგით. ეს ყველაფერი იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, გიორგი გახარიასთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.


ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ორ ქვეყანას შორის კონტაქტების დინამიკა, ურთიერთნდობის დონე და აღნიშნული ვიზიტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან ურთიერთობას.


"მნიშვნელოვნად და ეფექტურად ვაფასებ ჩვენს დღევანდელ მოლაპარაკებებს, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ურთიერთობების მაღალი დონე და ორმხრივი მზაობა მათი შემდგომი განვითარების სტიმულირებისთვის. ჩემს კოლეგასთან განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრი. ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი იმდენად ფართო და ყოვლისმომცველია, რომ ძნელია ერთი შეხვედრით ყველა საკითხის განხილვა. მაღალი შეფასება მივეცით სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის განახლებას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მოკლე ვადაში კომისიის მეათე სხდომის ოქმში დაფიქსირებული ყველა შეთანხმება შესრულდება. მნიშვნელოვანია, რომ კომისიის ფარგლებში ასევე გაიმართა სომხურ-ქართული ბიზნესფორუმი, რაც ფართო გზას გაუხსნის ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, ასევე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების, ასევე რეგიონული მდგრადობის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.


სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ერთმანეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას და მაღალი შეფასება მისცეს ამ მიმართულებით გაწეულ ყველა ძალისხმევას.


ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხთაგანია რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების გარემოს ჩამოყალიბება. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მხრივ, სომხურ-ქართული ურთიერთობები უნდა განვითარდეს, გარე ფაქტორების ხელშეშლის გარეშე.





"პატივცემულო პრემიერო, დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი ხელს შეუწყობს სომხურ-ქართული მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით დავიცავთ დადებით დინამიკას", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა