logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნოდარ ხადურმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ინფორმაცია წარუდგინა
ნოდარ ხადურმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ინფორმაცია წარუდგინა
17:43 23.08.2012
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივანს ნოდარ ხადურს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახსნა-განმარტება ჩამოართვა.

როგორც „ნიუსპრესს“ ხადურმა განუცხადა, აუდიტის სამსახურში მის მიერ 1 კვირის წინ პარტიისადმი განხორციელებული შემოწირულობით დაინტერესდნენ, ხოლო მის შემოსავლებთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არ დასმულა.

„ახსნა-განმარტება ჩამომართვეს ჩემს მიერ განხორციელებულ შემოწირულობებთან დაკავშირებით. ნათია მოგელაძე უფრო მეტად ჩაუღრმავდა და პირადად დაინტერესდა ჩემს მიერ 1 კვირის წინ განხორციელებული ტრანზაქციით, როდესაც მე 330,40 ლარი გადავიხადე საბაჟო მოსაკრებელზე და მომსახურების სახით შევწირე პარტის“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ხადურმა და დასძინა, რომ მის დაკითხვაში გარკვეული დროის განმავლობაში, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძეც მონაწილეობდა.

ხადურის თქმით, აუდიტის სამსახურში განუცხადეს, რომ დაკითხვის ძირითადი მიზანი შემდგომი დარღვევების პრევენცია იყო.

„ისინი მიიჩნევენ, რომ ჩემს მიერ გასულ კვირას განხორციელებული შემოწირულობით, შევეცადეთ კანონისთვის გვერდი აგვევლო, თუმცა ავუხსენით, რომ იმ დღეს ინკასო ედო პარტიის ანგარიშს და შესაბამისად, ჩვენ სხვაგვარად ვერ ვიმოქმედებდით. მოგელაძემ აღნიშნა, რომ ის გადაამოწმებს ამ ინფორმაციას აღსრულების ეროვნულ სამსახურში. ვფიქრობ, აუდიტის სამსახური დარწმუნდა იმაშიც, რომ ჩემი შემოსავლები საკმარისი იყო“ - აღნიშნა ხადურმა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ბრენდირებული მაისურების შემოსატანად საბაჟო მოსაკრებლის გადასახადი - 330 ნოდარ ხადურმა საკუთარი სახელფასო ანგარიშიდან 17 აგვისტოს გამოიტანა.

მისი განმარტებით, კოალიციაში შემავალი სუბიექტების ანგარიშზე ინკასოს დადების გამო თანხა ჩამოჭრილი იყო, ბრენდირებული მაისურების საბაჟო მოსაკრებელს კი „ქართული ოცნება“ საკუთარი ანგარიშიდან ვერ გადაიხდიდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა