logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიგა ბუკია: მიხეილ სააკაშვილმა  30 000-ზე მეტი მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის, მცირეწლოვნებზე  სექსუალური ძალადობის განმახორციელებლები და მკვლელები
გიგა ბუკია: მიხეილ სააკაშვილმა 30 000-ზე მეტი მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის, მცირეწლოვნებზე სექსუალური ძალადობის განმახორციელებლები და მკვლელები
14:53 15.10.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გიგა ბუკიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებზე გაამახვილა ყურადღება.

"ქალბატონ ბოკუჩავას არ ახსენდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა 30 000-ზე მეტი მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის, მცირეწლოვნებზე სექსუალური ძალადობის განმახორციელებლები და მკვლელები; ბატონმა მარგველაშვილმა 4000 -მდე მსჯავრდებული შეიწყალა და როცა ეს კითხვები მაშინ ჩვენი მხრიდან გაისმა შეწყალების აქტთან დაკავშირებით, მათი პოზიცია იყო, რომ ჩვენ კონსტიტუციურ უფლებას ვუზღუდავთ პრეზიდენტს. დღეს კი ასე აქტიურად ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, მაშინ, როცა უკვე პრეცედენტი არის დაშვებული და პროკურატურა იძიებს, რა კითხვებიც არსებობს. ჩამოყალიბდით, ბატონებო", - მიმართა გიგა ბუკიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

დეპუტატმა ოპოზიციის წარმომადგენლის, სერგო რატიანის განცხადებას უპასუხა 20 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით. "ის, რომ ოპონენტების მიზანი ყველა პროცესის დისკრედიტაციაა, გასაგებია, მაგრამ მე ახლა ვუსმენდი წინა გამომსვლელს (სერგო რატიანს) და მრჩებოდა წარმოდგენა, რომ თითქოს იმ ყველაფერს, რაც 20 ივნისის ღამით ხდებოდა, არ უყურებდა საქართველოს მოსახლეობა ან კიდევ თვითონ თქვენ არ ხართ საქმის კურსში. მსმენელისთვის იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ პოლიციელები თითქოს ამ ხალხს სახლში მიუცვივდნენ და იქ დააპატიმრეს. დაკავებული ადამიანები არიან ეჭვმიტანილი იმაში, რომ პარლამენტში შტურმით შემოსვლას აპირებდნენ. ეს ის ფაქტია, რომელსაც ჩვენთან ერთად საქართველოს მოსახლეობა ხედავდა. იმედია, სასამართლო გამოიტანს განაჩენს და თუ ისინი არიან უდანაშაულონი, რა თქმა უნდა, გათავისუფლებიან. მიუხედავად ყველა პროფესიისადმი ჩემი პატივისცემისა, რა პოზიციაც არ უნდა ეკავოს ადამიანს, კანონდარღვევა ყველასთვის იქნება თანაბრად პასუხმოთხოვნილი", - განაცხადა გიგა ბუკიამ.

გიგა ბუკია სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს შეეხო. მისი თქმით, ის რაც ამ მიმართულებით მიმდინარეობს, არის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი. "ის, რომ იყო და არის პრობლემები, ამას არავინ მალავდა. დღეს კიდევ უფრო აშკარად გამოჩნდა, თუ რა პიროვნებები განიხილავდნენ პროცესებს სასამართლოებში. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა მიიღებს ისეთ ღირსეულ გადაწყვეტილებას, რომელსაც ყველა ერთად ვნახავთ და შევაფასებთ. თუმცა გასაკვირია, როცა ოპოზიცია ფარისევლობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ უმრავლესობის წარმომადგენელი მოსამართლეობის კანდიდატებს კრიტიკულ კითხვებს უსვამს", - აღნიშნა გიგა ბუკიამ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა