logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი: საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
თამარ ჩუგოშვილი: საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
14:27 15.10.2019
"ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, საშემოდგომო სესიის განმავლობაში თუ რა ფორმით აპირებს საქართველოს პარლამენტი ზედამხედველობის განხორციელებას, რომელიც თავისთავად სასიცოცხლოდ არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ პარლამენტში დამკვიდრდეს მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის კულტურა დამკვიდრდეს",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტს სათანადო ყურადღება არ მიუქცევია საპარლამენტო კონტროლისთვის, საზოგადოებისთვის მნიშნელოვანი საქმეების გარშემო პოლიტიკური დებატებისთვის დროის დათმობისთვის და მთავრობის წევრების პარლამენტში მოყვანისთვის. მისივე თქმით, წელს, ამ კუთხით, სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა და პარლამენტის საქმიანობა ამ მიმართულებით თვისობრივად არის შეცვლილი. თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების სტატისტიკაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ეს საქმიანობები, ყველა პარლამენტის წევრის მხრიდან პროფესიონალურად, საქმიანად და კონსტრუქციულად განხორციელდება.


"პლენარულ სესიაზე 5 მინისტრის მოსმენა არის დაგეგმილი წლის განმავლობაში. წინ გველოდება ინტერპელაცია, რომელიც არის მნიშვნელოვანი მექანიზმი კონკრეტული აქტუალური საკითხების განსახილველად. გველოდება საქართველოს პარლამენტის კომიტეტების და საბჭოების მიერ თემატური მოკვლევების ფორმატში მუშაობა. 3 თემატური მოკვლევა არის უკვე დასრულებული, 7 მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ასევე არის დაგეგმილი დამატებით 7 თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნა. 17-ვე საკითხი არის ერთმანეთისგან განსხვავებული, დამოუკიდებელი და უზრუნველყოფს სხვადასხვა აქტუალურ საკითხში პარლამენტის მიერ სიღრმისეულ კვლევას და ინფორმაციის მოგროვებას იმისთვის, რომ სწორი პოლიტიკა დავგეგმოთ და სწორი რეკომენდაციები მივცეთ აღმასრულებელ ხელისუფლებას და შემდგომ ვაკონტროლოთ რეკომენდაციების შესრულება. ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში ახალი მექანიზმის ფარგლებში 16 ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი, რაც გულისხმობს იმას, რომ პარლამენტი ამოწმებს იმას, თუ როგორ სრულდება მის მიერ მიღებული კანონები, რაც ასევე სრულიად ახალი მოვლენაა ჩვენს საქმიანობაში და რაც ყველაზე მნიშნელოვანია, ჩვენ წინ გველის სახელმწიფო ბიუჯეტის მიღება და წინა წლის ბიუჯეტის შესრულების კონტროლი, რაც მნიშნელოვანი რამ არის საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით",-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა