საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დომინიკის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. მეხიკო), ზურაბ ერისთავმა რწმუნებათა სიგელები გადასცა დომინიკის რესპუბლიკის
პრეზიდენტს დანილო მედინას.
შეხვედრაზე, ზურაბ ერისთავმა მადლობა გადაუხადა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერისათვის.
საქართველოს ელჩმა, დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის აუცილებლობაზე.
დომინიკის მხარე განსაკუთრებით დაინტერესდა საქართველოსთან თანამშრომლობით როგორც ბიზნესის, ისე რეფორმების და გამოცდილების გაზიარების მიმართულებებით.

















