logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
კუკავას პროგნოზით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აქციები აუცილებელი გახდება
კუკავას პროგნოზით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აქციები აუცილებელი გახდება
16:02 23.08.2012
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქუჩაში გამოსვლის აუცილებლობა იქნება.

კუკავა დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდება და შესაბამისად, ქართველ ხალხს საკუთარი ხმების დაცვა აქციებით მოუწევს.

მისი თქმით, არჩევნები უკვე წარმატებულად და კვალიფიციურად ყალბდება, რაც კუკავას განმარტებით იმაში გამოიხატება, რომ ყოველ მეორე ოპოზიციურ შტაბში დაკავებულია ოპოზიციის აქტივისტი და ჯარიმდებიან ოპოზიციური პარტიები.

„არჩევნები გაყალბდება, თუმცა, წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში მონაწილეობისთვის მივდივართ, რათა მოვიპოვოთ ხალხის მხარდაჭერა. ვფიქრობ, 1 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე არჩევნების გაყალბება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ეს პროცესი აუცილებლად ბიულეტენების ჩაყრას არ გულისხმობს, გაყალბება უკვე მიმდინარეობს და ჩვენ ვატარებთ ისეთ არჩევნებს, როგორიც მსოფლიოს ყველაზე მძვინვარე დიქტატორებს შეშურდებათ“ - განაცხადა კუკავამ.

მისივე თქმით, საეჭვოა ისიც, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნები პოზიტიურად შეაფასოს.

როგორც კუკავამ აღნიშნა, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებს მაინც პოზიტიურად შეაფასებენ, „თავისუფალი საქართველოსთვის“ გადამწყვეტი არა ევროპელი დამკვირვებლების შეფასებები, არამედ ქართველი ხალხის არჩევანი იქნება. აქედან გამომდინარე, კუკავას თქმით, აუცილებელი გახდება ქუჩაში გამოსვლა.

„ჯერ გამოცხადებული არ იქნება არჩევნების შედეგები, როცა გარკვეული ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები შეცვივდებიან ვიცე-სპიკერის კაბინეტში, დაიწყებენ მოლაპარაკებებს კომიტეტის თავმჯდომარეების კანდიდატებზე. ჩვენ ვიქნებით ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე დადგება და ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს დაიცავს“ - აღნიშნა კუკავამ და დასძინა, რომ პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მსგავსად, „თავისუფალი საქართველო“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს არ იტყვის. მისი თქმით, ნინო ბურჯანაძემ უარი რეალური ოპოზიციური ძალების სასარგებლოდ თქვა. კუკავა დარწმუნებულია, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა რეალურ ოპოზიციურ ძალაში, პირველ რიგში „თავისუფალი საქართველო“ იგულისხმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა