logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ლონდონში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში იღებს მონაწილეობას
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ლონდონში ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში იღებს მონაწილეობას
18:24 13.10.2019
12-14 ოქტომბერს ქ. ლონდონში იმართება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 65-ე წლიური სხდომა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით. ასევე დელაგაციაში შედიან: სოფიო ქაცარავა, ირაკლი ბერაია და გიორგი კანდელაკი.

დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ასამბლეის კომიტეტების შეხვედრებში, სადაც წარმოდგენილ ანგარიშებში მხარდაჭერილია საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია, დემოკრატიული რეფორმები, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიაობა და დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, ნატოს საპარალამენტო ასამბლეა არის ორგანიზაცია, რომელიც პრინციპული და ერთიანია, როდესაც საუბარია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებაზე.

"ასევე, აღსანიშნავია, რომ ანგარიში სადაც საუბარია ალიანსის ღირებულებებზე, საქართველო მოხსენიებულია როგორც ლიდერი და ტრანსფორმაციის გზაზე მდგარი ქვეყანა, რომლის საერთაშირისო რეიტინგები უთანაბრდება ნატოს წევრების რეიტინგებს. მათ შორისაა მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ბიზნესგარემო. კორუფციასთან ბრძოლის რეიტინგში საქართველოს ნატოს 10 წევრ ქვეყანაზე უკეთესი შედეგები აქვს", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ირაკლი ბერაიას განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენის, ჯერალდ კონოლის ანგარიშში მხარდაჭერილია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება. დოკუმენტი ხაზგასმით აღნიშნავს რომ ალიანსმა და მოკავშირეებმა უნდა გააგრძელონ საქართველოს მხარდაჭერა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში.

საშემოდგომო სესიის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნთან და ასამბლეის გენერალურ მდივან დევიდ ჰობსთან. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის, სასამართლო რეფორმა, საჯარო საკონსტიტუციო განხილვები და 2020 წლის საპარლამენტო არჩვენები. ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, იგი მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში წევრობას და მიმდინარე რეფორმები ქვეყანას ამ მიზნის მიღწევაში ეხმარება.

უკრაინის დელეგაციასთან ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში საუბარი გაიმართა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია, რუსეთიდან მომდინარე კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეები, ქართულ და უკრაინულ საპარლამენტო დელეგაციებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა