ქართული საბრძოლო ხელოვნების კავშირის "შავფაროსნების" წევრის გიორგი ლალიაშვილის მკველობიდან ერთი წლის თავზე
მისი მეგობრები დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.
2011 წლის 23 აგვისტოს ბათუმის ბულვარში 18 წლის გიორგი ლალიაშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს.
ლალიაშვილის მეგობრებმა დღეს მკვლელობის ადგილზე აქცია გამართეს და მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დასჯა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობაში სულ 6 ადამიანი მონაწილეობდა, ამ დროისთვის მათგან მხოლოდ ერთი -ლევან ნინუა იხდის სასჯელს, რომელსაც 14 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

















