logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა
ლევან დავითაშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა
17:06 11.10.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტის საკითხები განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იაპონის, როგორც ქართული ღვინისთვის პერსპექტიულ და საინტერესო ბაზარზე.

„ბოლო წლებში, ქართული ღვინისადმი ინტერესესი აზიურ ბაზრებზე სულ უფრო მზარდია. სამინისტრო აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ ღონისძიებებს ბაზრების დივერსიფიკაციის სტრატეგიით გათვალისწინებულ ქვეყნებში, მათ შორის, იაპონიაში.

მიმდინარე წელს, ტოკიოში გამართული მასშტაბური გამოფენის ,,საქართველო ღვინის სამშობლო“ შემდეგ, ღვინის ექსპერტები ქართული ღვინით, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოებით, სულ უფრო მეტად ინტერესედებიან. შეფასებებიც ძალიან პოზიტიურია.

შესაბამისად, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას იაპონიის ბაზარზე“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

იაპონიის ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ ქართული ღვინის უნიკალურობაზე ისაუბრა.

„ჩვენ მზად ვართ,ხელი შევუწყოთ ქართულ მხარეს, რათა უნიკალური ქართული ღვინის ექსპორტი იაპონიაში გაიზარდოს. პოზიტიური შედეგის მისაღწევად, შესაძლებელია სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ერთობლივად განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის არა მხოლოდ მცირე მარნების ნიშური პროდუქციის, არამედ მსხვილი კომპანიების წარმოებული ღვინის პოპულარიზაციისა და დამკვიდრებისთვის“,- განაცხადა იაპონიის ელჩმა.

შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კოოპერაციისა და ტყის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების კუთხით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზეც ისაუბრეს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა