logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო ზედამხედველობა დემოკრატიული კონტროლის მნიშვნელოვანი პირობაა და მას 10 მთავარ გამოწვევაში განსაკუთრებული ადგილი უკავია
არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო ზედამხედველობა დემოკრატიული კონტროლის მნიშვნელოვანი პირობაა და მას 10 მთავარ გამოწვევაში განსაკუთრებული ადგილი უკავია
16:49 11.10.2019
„საპარლამენტო კონტროლი რიცხვებში“- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაანონსებული პარლამენტის 10 გამოწვევის ფარგლებში ერთ-ერთი, საზედამხედველო საქმიანობის გეგმა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა წარადგინა.

პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გახსნა: „ერთი თვის წინ, ჩვენ წარმოგიდგინეთ პარლამენტის ათი მთავარი გამოწვევა, ათი მთავარი სამუშაო საკითხი, რომელზეც პარლამენტი მუშაობს. დღეს გაგაცნობთ, თუ რის გაკეთებას გეგმავს საქართველოს პარლამენტი ზედამხედველობის მიმართულებით საშემოდგომო სესიაზე“,-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საზოგადოებას პარლამენტის მიერ გაცხადებული 10 გამოწვევიდან ერთ-ერთის, საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით 2019 წლის ბოლომდე დაგეგმილი ღონისძიებების გეგმა წარუდგინა: „მიუხედავად იმისა, რომ 10 გამოწვევაში მხოლოდ ერთი კომპონენტი აქვს დათმობილი საპარლამენტო კონტროლს, საქმის და ჩასატარებელი სამუშაოს თვალსაზრისით, საპარლამენტო საქმიანობის დატვირთვის თითქმის ნახევარი მიაქვს - საპარლამენტო კონტროლს. მასშტაბი ჩასატარებელი სამუშაოებისა არის ძალიან დიდი. საკანონმდებლო საქმიანობასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციაც, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია თუ როგორ მუშაობს აღმასრულებელი ხელისუფლება, რამდენად ეფექტურად საქმიანობს თითოეული სამინისტრო, როგორ იხარჯება ბიუჯეტი და ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადები“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტი აგრძელებს ათ მთავარ გამოწვევაზე მუშაობას და საშემოდგომო სესიის განმავლობაში საზოგადოებას გააცნობს იმ შედეგებს და ღონისძიებებს, რომელსაც ამ გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს პარლამენტი გააკეთებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა