logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ბერაია და დიმიტრი ხუნდაძე საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ
ირაკლი ბერაია და დიმიტრი ხუნდაძე საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ
12:22 11.10.2019
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და კომისიის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. დეპუტატები ხურვალეთში, გუგუტიანთკარსა და დიცში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ.

„ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევაა ოკუპაცია და მზარდი მილიტარიზაცია. განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტები, მათი უკანონო დაკავებები, „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესი, ისევე როგორც გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვები, რაც უხეშად არღვევს ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს. ასევე შემაშფოთებელია, ბოლო პერიოდში, სოფლებში გუგუტიანთკარსა და ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები, ისევე როგორც ოკუპირებულ სოფელ ერედვში საქართველოს მოქალაქეების ნასახლარზე ნაგავსაყრელის მოწყობის მიზნით მიმდინარე სამუშაოები. ეს არის ის საკითხები, რომლებსაც ჩვენი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები საერთაშორისო ფორმატებში მუდმივად აყენებენ და რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხები, რომლებიც პრინციპულად და მწვავედ არის დასმული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. აუცილებელია გაგრძელდეს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კონსოლიდაცია იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები“ - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას, დიმიტრი ხუნდაძე ჰუმანიტარული და სოციალური საკითხებით დაინტერესდა. „განსაკუთრებით მძიმე ვითარებაში არიან ის მოქალაქეები, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩნენ. მათთვის სოციალური პრობლემები კიდევ უფრო მწვავედ დგას, რადგან ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის არსებული პროგრამებით. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი უმთავრესი მიზანია. ამ ეტაპზე კი მნიშვნელოვანია დავიცვათ აქ მცხოვრები მოსახლეობის უფლებები და მათი უსაფრთხოება“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა