კამპანია "ეს შენ გეხებას" ფარგლებში მომუშავე არასამთვრობო და მედია ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მიმართვენ წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგისთვის,
უმოკლეს ვადაში, ქვეყანაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტები და ადამიანის უფლებების ოფისის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია მოიწვიოს.
ამის შესახებ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ინიციატივით, "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარე შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
როგორც "ნიუსპრესს" "გამჭვირვალობა საქართველოს" თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა განუცხადა, სადამკვირვებლო მისიის მოწვევა აუცილებელია კვალიფიციური და მიუკერძოებელი არჩევნების ჩასატარებლად.
კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები ასევე, მიმართავენ ეუთოს გენერალურ მდივანს, ეუთოს დემოკრატიულ ინსტიტუტს და ადამიანის უფლებების ოფისს, რათა მათ საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია მოავლინონ. ეს ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს.
გიგაური განმარტავს, რომ თავად არასამთვრობოებს აღნიშნული მიმართვის გაგზავნის უფლება არ აქვთ, ამიტომ, ისინი ამ თხოვნით საქართველოს მთავრობას მიმართავენ.

















