logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„თავისუფალი საქართველო“ მთაწმინდაზე მაჟორიტარს არ წარადგენს და მხარს „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერს
„თავისუფალი საქართველო“ მთაწმინდაზე მაჟორიტარს არ წარადგენს და მხარს „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერს
13:31 23.08.2012
კოალიციამ, რომელშიც „თავისუფალი საქართველო“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“ და „თეთრები“ შედიან დედაქალაქის 5 საარჩევნო ოლქში  მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, კრწანისის რაიონში კენჭს იყრის „ტრადიციონალისტთა“ ლიდერი აკაკი ასათიანი, ისნის რაიონში მაჟორიტარი კანდიდატი იქნება ყოფილი ფეხბურთელი გელა კეტაშვილი, სამგორის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდა „თავისუფალი საქართველოს“ გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე, ხოლო დიდუბის რაიონში კენჭს საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე იყრის. რაც შეეხება ვაკის რაიონს, მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად პარტიის ლიდერი კახა კუკავა იბრძოლებს.

როგორც კუკავამ განაცხადა, აუცილებელია, რომ ოპოზიციამ დაიწყოს კოორდინაცია ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, რათა ოპოზიციის კანდიდატებს შორის ხმები არ გაიყოს, ამით კი, ხელისუფლება ისარგებლებს.

„გამოვთქვამთ მზადყოფნას, შევთანხმდეთ ერთიან კანდიდატებზე ყველა საარჩევნო ოლქში და ვდგამთ პირველ ნაბიჯს - მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არ ვაყენებთ მაჟორიტარ კანდიდატს და მხარდაჭერას ვუცხადებთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ზაზა პაპუაშვილს. ამასთან, მზად ვართ, რომ ამ საკითხზე შევხვდეთ კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და აღნიშნულთან დაკავშირებით პრაიმერი ან სოციოლოგიური გამოკითხვა ჩავატაროთ“ - განაცხადა კუკავამ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ცხადყოფს, რომ ის არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება. მისი განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, პარტია „თავისუფალი საქართველო“ მზადაა, მოქალაქეების ხმები ქუჩის აქციებით და სხვა რადიკალური მეთოდებით დაიცვას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა