logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი გიორგი მშვენიერაძეს: უხერხულია თქვენგან მსგავსი პოსტების წერა, მაშინ როცა ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა, რომ დროც დაგიმატოთ და შეკითხვებიც დასვათ
ანრი ოხანაშვილი გიორგი მშვენიერაძეს: უხერხულია თქვენგან მსგავსი პოსტების წერა, მაშინ როცა ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა, რომ დროც დაგიმატოთ და შეკითხვებიც დასვათ
13:22 09.10.2019
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენლის, გიორგი მშვენიერაძის სოციალურ ქსელ ფეისბუკში განთავსებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„უხერხულია, ბატონო გიორგი ფეისბუკის პოსტის წერა, რომ რაღაც ფორმით შეგეზღუდათ კომიტეტის სხდომაზე დასწრება და რომ თურმე ერთი საათის შემდეგ როგორც იქნა შემოგიშვეს. ჩვენმა თანამშრომელმა მოგწერათ და გთხოვათ თავის დროზე მოსულიყავით. თქვენ 10 საათზე არ მოხვედით, დააგვიანეთ. თქვენი წარმომადგენელი უპრობლემოდ შემოვიდა. ჩვენ თქვენთან მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ და როგორც კი შეგვატყობინეთ, რომ გარკვეული ხარვეზები იყო და ვერ შემოდიოდით, თანამშრომლები ჩამოვიდნენ, ამოგიყვანეს და ესწრებით. უხერხულია თქვენგან მსგავსი პოსტების წერა, მაშინ როცა ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა, რომ დროც დაგიმატოთ და შეკითხვებიც დასვათ“,- მიმართა ანრი ოხანაშვილმა გიორგი მშვენიერაძეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს უსმენენ, ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებასაც უპასუხა:

„სხდომას ესწრებიან პარლამენტის წევრები, რომელთა ექსკლუზიური უფლებაა, რომ დასვან კითხვები და ინტერვიუ აწარმოონ. არცერთ პარლამენტის წევრს ამის შეზღუდვა არ აქვს, არც ჰქონია და არც ექნება. ასევე სხდომას ესწრებიან მედიის წარმომადგენლები. სრულად გვაქვს უზრუნველყოფილი, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, დაესწროს, გააშუქოს და მოახდინოს მონიტორინგი. სხდომას ასევე ესწრებიან: ეუთოს მისიის მონიტორინგის ჯგუფი, საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საქართველოსთვის“ და სახალხო დამცველი. ჩვენ დავნერგეთ პრაქტიკა, რომ თუ მოქალაქეს აქვს შეკითხვა, წერს ჩემს სახელზე ამ შეკითხვას და მე მას სხდომაზე ვაჟღერებ. თუ ვინმეს აქვს დასწრების სურვილი, ვაძლევთ მაქსიმალურ შესაძლებლობას, რომ სხდომას დაესწროს. არც დღეს, არც მომავალში არ შევზღუდავთ იმის გათვალისწინებით, თუ რა მდგომარეობაა დარბაზში. თუ არის ადგილი, ყველა დაესწრება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი ინფორმაციით, დღეს კომიტეტის სახელზე არცერთი მოქალაქის წერილი არ შემოსულა სხდომაზე დასწრებასთან დაკავშირებით. „ბატონ მალხაზ მაჩალიკაშვილს არ მოუმართავს. მიუხედავად ამისა, შევთავაზეთ დასწრებოდა სხდომას და გამოყოფილი იქნა ადგილი იქ, სადაც სხვა მოქალაქეებიც სხედან, თუ მას ამის სურვილი ექნებოდა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა