logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი: ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები, რომ ქვეყანაში ჯანსაღი სამაუწყებლო მედიაგარემო იყოს უზრუნველყოფილი
თამარ ჩუგოშვილი: ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები, რომ ქვეყანაში ჯანსაღი სამაუწყებლო მედიაგარემო იყოს უზრუნველყოფილი
13:09 09.10.2019
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა რეგიონში მედიის თავისუფლების გაძლიერების თემაზე, სამხრეთ კავკასიის მე-16 მედიაკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის ოფისის ორგანიზებით ტარდება.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

„უკვე მე-16 წელია ეს კონფერენცია კავკასიის რეგიონისთვის ტარდება, შესაბამისად, ჩვენ და ჩვენს მეზობლებს, სომხეთს და აზერბაიჯანს, უკვე დიდი ხანია გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ქვეყანაში მედიის კუთხით არსებულ პროცესებზე“, - განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა. გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა იმ მედიაგარემოზე, რომელიც უკიდურესად კონტროლირებადი და შეზღუდული იყო, ეროვნული მაუწყებლების დონეზე, ძალადობრივ აქტებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კერძო კომპანიებისა და მათი მფლობელების მიმართ, მათ შორის პოლიციის სპეციალური საშუალებების გამოყენებით, ჟურნალისტებზე ძალადობაზე და ა.შ.

თამარ ჩუგოშვილმა გამოსვლისას, ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა.

„ვინაიდან პარლამენტს წარმოვადგენ, ძირითადად, საუბარი მქონდა სწორედ, იმ ცვლილებებზე, რომელიც შევიდა საქართველოს კონსტიტუციაში, საქართველოს კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტი, რომელიც უკვე ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვისაუბრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელმაც ახლა შეიძინა კონსტიტუციურად დაცვის გარანტიები ასევე, სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებმაც საერთო ჯამში, უნდა უზრუნველყოს მედიის გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი. მე, როგორც პარლამენტის წარმომადგენელი, პირველ რიგში საკანონმდებლო გარემოზე ვსაუბრობ და ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები, იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი სამაუწყებლო მედია გარემო იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით, ქვეყანაში ჯერ კიდევ არის გამოწვევები არაეთიკური, ყალბი, გადაუმოწმებელი, დაუბალანსებელი, არაფაქტობრივად გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელების და მედიაწიგნიერების დაბალი დონის მიმართულებით. „თუმცა, საქართველო ნამდვილად მაგალითს აძლევს რეგიონში სხვა ქვეყნებს და ასე უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა