„ეს არის ჩემი პრინციპი და ამ პრინციპით ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას. ჩათვალეთ,
რომ არჩევნებისთვის დღესაც ვემზადები, გუშინაც ვემზადებოდი და ხვალისთვისაც მოვემზადები” - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა კავშირს ვანო ზარდიაშვილის მანდატის დატოვებასა და მომავალ არჩევნებს შორის.
„არ ვადასტურებ. მეორე, როგორც კი არჩევნებს მოვიგებთ, შემდგომი არჩევნებისთვის ვიწყებთ მზადებას.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

















