logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტში კონფერენცია სახელწოდებით - „რეალური საარსებო მინიმუმი და მისი გავლენა ქვეყნის სოციალურ პოლიტიკაზე“ გაიმართა
პარლამენტში კონფერენცია სახელწოდებით - „რეალური საარსებო მინიმუმი და მისი გავლენა ქვეყნის სოციალურ პოლიტიკაზე“ გაიმართა
18:58 07.10.2019
საქართველო პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივით პარლამენტში კონფერენცია სახელწოდებით - „რეალური საარსებო მინიმუმი და მისი გავლენა ქვეყნის სოციალურ პოლიტიკაზე“ გაიმართა. კონფერენციაზე პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების, სტატისტიკის სამსახურის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო და ექსპერტული საზოგადოების წარმომადგენლებმა საარსებო მინიმუმის მნიშვნელობასა და მის გავლენაზე იმსჯელეს.

“საარსებო მინიმუმი არის ერთ-ერთი მთავარი საზომი, რომელიც საფუძვლად უდევს შემდგომში, სახელმწიფოს პოლიტიკის განსაზღვრას, როგორც სოციალური შემწეობის ისე, პენსიის გათვლის და განსაკუთრებით, მინიმალური ხელფასის განსაზღვრის თვალსაზრისით“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა კონფერენციის გახსნისას. მისი თქმით, მინიმალური ხელფასთან დაკავშირებით ქვეყანაში დისკუსია დაწყებულია. „ჩვენ ამ კვირაში ვარეგისტრირებთ კანონს, მინიმალური ხელფასთან დაკავშირებით და გვინდა ამ დისკუსიის შედეგები სწორედ, ამ კანონში ავსახოთ. კონფერენციის მსვლელობისას ველოდები ცოცხალ დისკუსიას, რომ მაქსიმალურად რეალობასთან და საზოგადოების საჭიროებასთან მივიყვანოთ ის მაჩვენებლები, რომელიც ქვეყანაში არსებობს“, - განაცხადა კონფერენციის ინიციატორმა. მისი შეფასებით, ყველა მხარე თანხმდება, რომ ქვეყანაში საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის გადააზრების დრო დადგა, იქიდან გამომდინარე, რომ საარსებო მინიმუმის დღეს დადგენილი მეთოდოლოგია ვერ პასუხობს ქვეყანაში არსებულ რეალობას.



„ბოლო მონაცემებით დადგენილი საარსებო მინიმუმი დღესდღეობით დაახლოებით 189 ლარია, აქედან 70% არის საკვების კომპონენტი, 30% სხვა დანარჩენი. საკვები კომპონენტის გაანგარიშების წესი, კალორაჟი. ამ კვებით კომპონენტში ცხოველური წარმონაქმნის საკვები წილი არის ძალიან მცირე. ამასთან დანარჩენი 30%, რომელშიც შედის კომუნალური ხარჯებიდან დაწყებული, ტრანსპორტით დამთავრებული ასევე, განათლების და ჯანდაცვის ხარჯები, ცხადია, რომ დღევანდელი საარსებო მინიმუმი ვერ პასუხობს იმ საჭიროებებს რომელიც ჩვენი მოსახლეობის წინაშე დგას“, - აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა.



ბექა ნაცვლიშვილის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე, არის კრიტიკული. თუმცა, მათი კონფერენციაზე არგამოცხადების საფუძველი შეიძლება იყოს სწორედ ის, რომ ამ ეტაპზე ისინი გადააზრების აუცილებლობას ვერ ხედავენ, რაც ძალიან სამწუხაროა. მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პენსია იზრდება და ბიუჯეტის თანახმად, ეს იქნება 220 ლარი, ხოლო 70 წლის ზემოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის პენსია გახდება 250 ლარი, ეს მაინც ვერ იქნება რეალური საარსებო მინიმუმთან მიახლოებულიც კი.



დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე დისკუსია დაგვიანებულია, საარსებო მინიმუმზე მსჯელობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია.



„ის გადაწყვეტილება, რომლამდეც ჩვენ მივალთ, აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისობაში იმ ეკონომიკურ პოლიტიკასთან, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რისი უფლება შეგვიძლია მივცეთ ჩვენს თავს, როდესაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფების მდგომარეობის სამართლიან გაუმჯობესებაზე ვსაუბრობთ, რა ტენდეციებს შექმნის ეს მთლიანობაში, გრძელვადიან პერსპექტივაში და რა საერთო სურათს მივიღებთ საბოლოოდ. ჩვენ ეს თემა სიღრმისეულად უნდა განვიხილოთ და ყველა პლიუსი და მინუსი კარგად ავწონ-დავწონოთ, რათა ის გონივრული გადაწყვეტილება, რომლამდეც მივალთ, იყოს ლოგიკური და საზოგადოებისთვის ადვილად გასაგები“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.



როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ აღნიშნა, საკითხზე მსჯელობა პერიოდულად, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ზოგჯერ ტექნიკური ცვლილებები შედიოდა კიდეც საარსებო მინიმუმის მაჩვენებელში.



„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სოციალური დატვირთვა და არა პოლიტიკური, მაგრამ, სამწუხაროდ, უმეტეს შეთხვევაში ამ ყველაფერს სწორედ, პოლიტიკური და სტატისტიკური დატვირთვა ჰქონდა. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი კონფერენცია გაგრძელდება და ვიმსჯელებთ იქამდე, სანამ არ მივალთ საერთო გადაწყვეტილებამდე. აქ წარმოდგენილია ყველა ის სპეციალისტი, ვისაც შეუძლია მოგვცეს აბსოლუტურად კვალიფიციური რჩევა საკითხთან დაკავშირებით. თუ ამ მიმართულებით მსჯელობა შედგება, ჩვენი კომიტეტი მზადაა გააკეთოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.



საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ვასილ წაქაძემ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ის მეთოდოლოგია, რომლითაც დღესდღეობით საქართველოში საარსებო მინიმუმი ანგარიშდება, დადგენილია 2004 წელს.



„საარსებო მინიმუმის გაანგარიშება ეფუძნება მინიმალურ სასურსათო კალათას, რომლის შემადგენლობა და ნორმები დადგენილი და განსაზღვრულია ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის მაისის ბრძანებით. კალათაში წარმოდგენილია 40-მდე სასურსათო პროდუქტი და ის წარმოადგენს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელ მინიმალურ საკვების ოდენობას. კალათის ჯამური ენერგეტიკული ღირებულებაა 2300 კალორია“, - განაცხადა მან.



კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, თინათინ ბაუმი, რომელმაც ქვეყანაში სიღარიბესთან დაკავშირებულ ვითარებაზე ისაუბრა. „თუ საარსებო მინიმუმი რაიმე ფორმას შეიცვლის, ვფიქრობთ, აუცილებელია ამ კონტექსტის უკეთესად დანახვა და აღქმა“, - განაცხადა თინათინ ბაუმმა, რომელმაც გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შინა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შინამეურნეობათა კვლევის მონაცემთა ბაზები წარმოადგინა.



საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის არსსა და ფუნქციაზე ისაუბრა ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა სოსო არჩვაძემ. მისი თქმით, საარსებო მინიმუმის ცნება თანდათანობით უნდა დაუახლოვდეს სიღარიბის ზღვრის ცნებას და ამით მოხდეს არსებული მაჩვენებლების საერთაშორისო კონვერტაცია, გადაანგარიშება და შედარების უზრუნველყოფა.



„ჩვენ მოვისმინეთ ოფიციალური სახელმწიფო წარმომადგენლების, ექსპერტების, მკვლევრების და საერთაშორისო წარმომადგენლების მოსაზრებები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი არსებულზე მინიმუმ ორჯერ მეტი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ეს კონფერენცია გახდება საფუძველი მეთოდოლოგიის და პარამეტრების გადააზრებისა “, - განაცხადა კონფერენციის დასასრულს ბექა ნაცვლიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა