logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მივიღეთ ბავშვის უფლებათა კოდექსი, რაც არის მიღწევა და ახალი სტანდარტი საკანონმდებლო სფეროში
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მივიღეთ ბავშვის უფლებათა კოდექსი, რაც არის მიღწევა და ახალი სტანდარტი საკანონმდებლო სფეროში
18:30 07.10.2019
არჩილ თალაკვაძემ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ რეგიონალური საინფორმაციო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„ჩვენ საზოგადოებას მცირე ხნის წინ წარვუდგინეთ პარლამენტის ათი მთავარი სამუშაო საკითხი, ათი გამოწვევა, რომელსაც პარლამენტმა უნდა უპასუხოს საშემოდგომო სესიაზე. ერთერთი ამ ათიდან იყო ბავშვის უფლებები, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია პრიორიტეტულად და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით, პარლამენტს შეუძლია შექმნას უფრო უკეთესი კანონმდებლობა და უფრო მეტ შედეგებს მიაღწიოს“, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ რეგიონალური საინფორმაციო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც კოდექსის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბავშვის უფლებათა კოდექსი ქმნის თვისობრივად ახალ გარანტიებს ბავშვის, მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად. „თუ როგორ გარემოში იზრდებიან ბავშვები, როგორ განათლებას იღებენ ისინი, როგორ ვეხმარებით მათ განვითარებაში და როგორ ვიცავთ სიღარიბისგან, ძალადობისგან, დისკრიმინაციისგან, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს იმას, თუ როგორი მოქალაქეები იქნებიან, როგორ სახელმწიფოს, როგორ საზოგადოებას ააშენებენ და შექმნიან ისინი მომავალში. ამიტომ, ეს საქმე არის გასაკეთებელი დღეს და პარლამენტი მუშაობს ამ მიმართულებით“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინიციატივას კოდექსის რეგიონებში, მოსახლეობის ჩართულობით განხილვის შესახებ. მისი თქმით, მოქალაქეების ჩართულობა ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რათა განისაზღვროს თუ რა სიახლეები შემოაქვს კოდექსს და რა არის ის პრაქტიკული ინსტრუმენტები და პროგრამები, რომელიც შეიძლება თვითმმართველობებმა დანერგონ ამ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. არჩილ თალაკვაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტი აგრძელებს ათ მთავარ გამოწვევაზე მუშაობას და საშემოდგომო სესიის განმავლობაში საზოგადოებას გააცნობს იმ შედეგებს და ღონისძიებებს, რომელსაც ამ გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს პარლამენტი გააკეთებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა