logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სებასტიან მოლინეუსი: მინდა მივულოცო მთავრობას, რომ მსოფლიო ბანკის კვლევაში „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყანათა რიგებში მოხვდა
სებასტიან მოლინეუსი: მინდა მივულოცო მთავრობას, რომ მსოფლიო ბანკის კვლევაში „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყანათა რიგებში მოხვდა
16:05 03.10.2019
მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბანკის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ საქართველო ტოპ რეფორმატორ ქვეყანათა რიგებში მოხვდა, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ფინანსთა მინისტრთან ივანე მაჭავარიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ყველა ძირითად კრიტერიუმში აჩვენა პროგრესი და გაუმჯობესება.

„მმართველობის ინდიკატორებს ჩვენ განვიხილავთ როგორც კრიტიკულ თემას. ამით ვაფასებთ თუ როგორ მუშაობენ სახელმწიფო ინსტიტუციები, როგორ იმართება ქვეყანა, როგორ ხდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, როგორია ამ გადაწყვეტილებების მიღების ეკონომიკური ანალიზი და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ გადაწყვეტილებებმა მოქალაქეებზე, საზოგადოებისთვის სერვისების მიწოდებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებებით საქართველოს აქვს ძალიან კარგი შედეგი. საქართველო არის ნამდვილად ტოპ რეფორმატორი ქვეყანა გაუმჯობესებისა და რეიტინგების თვალსაზრისით. ესაა საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული პროგრესული ნაბიჯები. ჩვენ გვეამაყება, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს პარტნიორი და მხარდამჭერია ამ რეფორმების გატარებაში. ამავდროულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ მეტის გაკეთება არის შესაძლებელი. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ ძირითადი მიმართულებების გაძლიერებაში როგორიცაა: პოლიტიკური სტაბილურობა, ძალადობის არარსებობა, მთავრობის ეფექტურობა, კანონის უზენაესობა და ანგარიშვალდებულება,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა