საპარლამენტო არჩევნებზე ყველამ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც წარსულში დაბრუნებისგან დაიცავს ქვეყანას.
ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ხონის რაიონის სოფელ გორდში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
„ცხოვრება არ შედგება მხოლოდ არჩევნებისგან. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია იმით, რომ თითეულმა ოჯახმა თავი დაიცვას წარსულში დაბრუნებისგან“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ის სვამს ძალიან მარტივ კითხვას - არის თუ არა დღეს საქართველო უკეთესი ვიდრე 8 წლის წინ და თუ პასუხია კი, „მაშინ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეს აღმშენებლობა არ დასრულდეს“.
პრეზიდენტი დღეს გორდის მოსახლეობას ცნობილი კანიონის მოწყობას დაპირდა.

















