logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სააკაშვილი - რუსებთან ურთიერთობას სახალხო დიპლომატიის გზით აღვადგენთ
სააკაშვილი - რუსებთან ურთიერთობას სახალხო დიპლომატიის გზით აღვადგენთ
19:29 22.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხონის რაიონის სოფელ გორდში საქართველოს კურორტებისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი ხელისუფლების დროს საქართველოში ბევრი ისეთი ტურისტული და საკურორტო ზონა გაჩნდა, რომელიც საბჭოთა დროს ყურადღების მიღმა იყო დარჩენილი.

„მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს გორდის კანიონი ან ბევრი ის ადგილი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, არ არსებობდა? არსებობდა, მაგრამ არ აკეთებდნენ „-აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოში სულ რამდენიმე კურორტი იყო განვითარებული, სადაც მხოლოდ რუსი დამსვენებლები ისვენებდნენ.

მისივე თქმით, უკანასკნელ ხანებში ქვეყანაში ბევრი ტურისტული ადგილი გაჩნდა, მაგალითად, ანაკლია, მესტია, რომელიც ქართველების უმეტესობას „მოუსვლელში ეგონა“, ასევე, რაჭა და ახალციხე.

„ამდენი ადგილი აღმოვაჩინეთ საქართველოში. კი, მტერს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც აუცილებლად დავიბრუნებთ“-აღნიშნა მან.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საბჭოთა კავშირის დროს ამ ტერიტორიების განვითარება იმის გამო არ ხდებოდა, რომ ამით ქართველებს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ შექმნოდათ.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყანა უნდა გახდეს, მათ შორის, აქ ბევრი რუსი ტურისტი უნდა ჩამოვიდეს.

„მინდა, ჩვენ გვიყურონ, როგორც წარმატებულ და არა როგორც დაპყრობილ ქვეყანას. ჩვენ რუსებთან ურთიერთობას სახალხო დიპლომატიის გზით დავიბრუნებთ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ გზა საქართველოს უკეთესი ცხოვრებისკენ უთავმოყვარეობაზე გადის, მან ჩვენი ისტორია არ იცის. მხოლოდ განვითარებით, ღირსებით, სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევით მოვიგებთ ყველას გულს, მათ შორის, იმ დამპყობლების მოსახლეობის, რომელიც საქართველოს პრობლემებს უქმნის “-აღნიშნა პრეზიდენტმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა