logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მსოფლიო ბანკის კვლევით საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელისუფლების ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები აქვს
მსოფლიო ბანკის კვლევით საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელისუფლების ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით ისტორიულად საუკეთესო მაჩვენებლები აქვს
14:24 02.10.2019
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ხელისუფლების ეფექტიანობისა და რეგულირების ხარისხის მიმართულებით საქართველო კიდევ უფრო დაწინაურდა და ისტორიულად საუკეთესო შედეგი აჩვენა. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს გამოქვეყნდა.

კვლევის შედეგები საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააცნო.

კვლევა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიოს 214 და მსოფლიო ბანკის წევრ 186 სახელმწიფოს 6 ძირითადი მიმართულებით აფასებს, საიდანაც საქართველომ სამი ინდიკატორით ისტორიულად საუკეთესო მონაცემი აჩვენა.

 საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 100%-იანი სკალიდან 76.4% მიიღო, ევროპის საუკეთესო ოცეულში პოზიცია ერთი ადგილით კიდევ გაიუმჯობესა და მე-18 ადგილი დაიკავა. აღნიშნული სარეიტინგო პოზიცია საქართველოსათვის ისტორიულად საუკეთესო შედეგია. რეიტინგში საქართველო უფრო წინაა, ვიდრე ევროკავშირის წევრი 14 სახელმწიფო − ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, მალტა, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და ბულგარეთი. კორუფციის კონტროლის მხრივ საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსსაბჭოთა სივრცეში კი, მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება;

 ისტორიულად საუკეთესო შედეგი აქვს საქართველოს ხელისუფლების ეფექტიანობის ინდიკატორში, სადაც ფასდება სახელმწიფო სერვისების ეფექტურობა, საჯარო სამსახურის ხარისხი და პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ამ ინდიკატორში საქართველომ რანგირების 100%-იანი სკალიდან 74.04% დაიმსახურა და უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ევროკავშირი წევრმა 6 ქვეყანამ, ესენია: უნგრეთი, იტალია, ხორვატია, საბერძნეთი, ბულგარეთი და რუმინეთი;

 კიდევ ერთი საუკეთესო შედეგი საქართველომ „რეგულირების ხარისხის“ მაჩვენებელში მიიღო, სადაც ფასდება სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის განვითარებისათვის განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობა. რანგირების 100%-იანი სკალიდან ქვეყანამ 83.17% მიიღო. საქართველო ლიდერია რეგიონში და მსოფლო ბანკის წევრ 186 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია მე-19 პოზიციაზე;


 წინსვლა დაფიქსირდა კანონის უზენაესობის ინდიკატორშიც, რომელიც მთავრობის მოქმედებების კანონთან შესაბამისობას და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას განსაზღვრავს. რანგირების 100%-იანი სკალიდან საქართველომ 63.94% მიიღო. ამ მონაცემით უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ევროკავშირის 5 და ნატო-ს წევრ 8 სახელმწიფოს. კანონის უზენაესობის რეიტინგის მხრივ საქართველოს უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე იტალიას, საბერძნეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, ხორვატიას. საქართველო ბალტიის ქვეყნების შემდეგ ლიდერია პოსტსაბჭოთა სივრცეში.
მსოფლიო ბანკის კვლევა − მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) − წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა − ჯამში 33 გლობალურ რეიტინგსა და შეფასებას (მათ შორის: Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ.). აღნიშნული მონაცემები, თავის მხრივ, ეყრდნობა კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს 214 და მსოფლიო ბანკის წევრი 186 სახელმწიფო ფასდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა