logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დამსახურებით დღეს ქუჩაში ადამიანი უფულობის გამო აღარ იღუპება
დიმიტრი ხუნდაძე: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დამსახურებით დღეს ქუჩაში ადამიანი უფულობის გამო აღარ იღუპება
12:43 02.10.2019
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დამსახურებით დღეს ქუჩაში ადამიანი უფულობის გამო აღარ იღუპება“. – ამის შესახებ ჯანმრთლობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემა „პირისპირში“ ისაუბრა.

დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა.

მისი თქმით, საქართველო პრაქტილულად ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც თავის მოქალაქეებს ცე ჰეპატიტის პროგრამას სთავაზობს.

„გავზარდეთ წამლით უზრუნველყოფის პროგრამა 10-დან 20-მდე მილიონამდე. ეტაპობრივად მოვახდენთ ქრონიკული დაავადებების და ასევე, შემდეგი ეტაპი იქნება სხვა დაავადებებისათვის საჭირო პრეპარატებით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

ცე ჰეპატიტის პროგრამით ჩვენ მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით, რადგან ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავის მოქალაქეებს ამ პროგრამას სთავაზობს ამერიკელი მეგობრების დახმარებით“. - განაცხადა ხუნდაძემ.

პარლამენტარმა მშობიარობის დაფინანსების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იმ ქვეყნისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რომელსაც აქვს დემოგრაფიული პრობლემები.

„დემოგრაფია - ეს არ არის მხოლოდ შობადობისა და სიკვდილიანობის თვლა, ეს არის პირდაპირ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი. ჩვენ შემოვიტანეთ პროგრამა, რომელიც მუშაობის 2014 წლიდან და ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვი დაფინანსდება იმ კრიზისულ რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ ჭარბობს სიკვდილიანობა შობადობას - ბარში 150 ლარის ოდენობით და მთაში 200 ლარის ოდენობით, სანამ ბავშვი 2 წლის არ გახდება“. - აღნიშნა ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე პატიმართა მდგომარეობასაც შეეხო.

„გახსოვთ, 2003 წლის შემდეგ პატიმართა რიცხვი როგორ მზარდი იყო და 2003 წლიდან 3500-დან თითქმის 25 ათას მიაღწია პატიმართა რაოდენობამ. აქ რეპროდუქციული ასაკი იყო თითქმის 60-70%. ეს იყო პირდაპირი გენოციდი საკუთარი მოსახლეობის წინაშე. ჩვენ ამ პროგრამებს დავუპირისპირეთ ერთი ის, რომ საპატიმრო პროგრამები შევცვალეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ასევე, შობადობის წამახალისებელი პროგრამა შემოვიტანეთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, მთის კანონი ეს არის მთის გადარჩენის და პრაქტიკულად ქვეყნის ყველაზე კრიზისული მიმართულების ხსნის პროგრამა.

„მთაში სოციალური პროგრამასთან ერთად, წავახალისეთ მეწარმეებიც, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები თუ მეწარმე მთის სტატუსის მქონე რეგიონში შექმნის საწარმოს ის თავისუფლდება მოგებისა და ქონების გადასახადისაგან 10 წლის ვადით“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძემ ომში დაღუპულთა ოჯახებეც ისაუბრა და თქვა, რომ მათ დახმარების სახით 1000-ლარიანი ყოველთვიური დახმარება მიეცათ.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ეს არ არის კომპენსაცია იმ ზიანისა, რაც ამ ოჯახებმა მიიღეს, მაგრამ ეს არის სახელმწიფოს დამოკიდებულება იმ საკითხის მიმართ, რაც არის ყველაზე მაღალი მნიშვნელობის და პრაქტიკულად ქვეყნის ღირსების საკითხი”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა