logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„ქართული ოცნება“: მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რა ბოროტებასთან გვქონდა საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და რა სისასტიკეზე გავიმარჯვეთ ერთად
„ქართული ოცნება“: მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რა ბოროტებასთან გვქონდა საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და რა სისასტიკეზე გავიმარჯვეთ ერთად
18:12 01.10.2019
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებიდან და ხელისუფლების შეცვლიდან 7 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„7 წელი გავიდა 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის ისტორიული მოვლენიდან.

ამ დღეს, ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის კოალიციამ არჩევნების გზით გაიმარჯვა ძალადობრივ რეჟიმზე.

ქვეყანას წლები დაჭირდა, რომ წარსულისთვის ჩაებარებინა ძალადობაზე, შიშზე და წამებაზე დაფუძნებული მძიმე მემკვიდრეობა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, გვახსოვდეს 1-ლი ოქტომბრის გამარჯვების ფასი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ რა ბოროტებასთან გვქონდა საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სახით და რა სისასტიკეზე გავიმარჯვეთ ყველამ ერთად.

უკვე შვიდი წელია ქართველი ხალხი, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ყოველ არჩევნებზე ადასტურებს 1-ლი ოქტომბრის ღირებულებების ერთგულებას და მთელს მსოფლიოს უდასტურებს, რომ ძალადობრივი რეჟიმი, ჩვენი ქვეყნის სათავეში ვეღარასდროს დაბრუნდება, ქართული საზოგადოება რევანშს არ დაუშვებს.

„ქართული ოცნება“ აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა, პროგრესი და სწრაფვა კეთილდღეობისკენ.

კონსტიტუციური რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ძალოვანი სტრუქტურების რეფორმა, მედიის, ბიზნესის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფლება, დემოკრატიის, საჯაროობის, მართვის გამჭვირვალობა, სოციალური პასუხისმგებლობა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია - განვლილი შვიდი წელი გაჯერებული იყო დიდი საქმეებით, გამარჯვებებით და მიღწევებით.

ეს ის შედეგებია, რომელიც მიიღწეულ იქნა დესტრუქციული ძალების ქმედებების და მათი მედია-პროპაგანდის ფონზე. იმ ფონზე, როდესაც რევანშისტული ძალები ამ მიღწევებს უპირისპირებდნენ სიცრუის ტირაჟირებას, რეალობის მოდელირებას და შვიდი წლის მანძილზე ცდილობდნენ სიკეთის ბოროტებად, თეთრის შავად წარმოჩენას.

დღეს მიღწეულია დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და ამის კიდევ ერთი დასტურია მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ისახავს მიზნად. არჩევნების გამჭვირვალობა და სამართლიანობა „ქართული ოცნების“ მიერ დამკვიდრებულ ტრადიციად იქცა ქართული დემოკრატიისთვის. მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გამოავლენს უზენაეს ნებას - ვის ანდობს ქვეყნის მართვას.
ერთად განვლილი შვიდი წელი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც თანმიმდევრულ, მშვიდობიან და ადამიანზე ორიენტირებულ პასუხისმგებლიან პოლიტიკას აწარმოებს და მას შესწევს ძალა, ქართველ ხალხთან ერთად დაძლიოს ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას.

ჩვენ ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ და ქვეყანას აუცილებლად დავაყენებთ შეუქცევადი განვითარების რელსებზე!

გილოცავთ დღევანდელ დღეს!“-ნათქვამია პოლიტიკური გაერთიანების განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა