პარტია „თავისუფალმა საქართველომ“, „ტრადიციონალისტთა კავშირმა“ და მოძრაობა „თეთრებმა“ კახეთის რეგიონის საარჩევნო ოლქებში
მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.
საგარეჯოს საარჩევნო ოლქში პარტიის ლიდერებმა მაჟორიტარობის კანდიდატად ზაზა ცხვარიაშვილი დაასახელეს.
გურჯაანის ერთობლივი მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჩიტაშვილი, ხოლო სიღნაღის ემზარ ბეჟაშვილი იქნება.
დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში „თავისუფალი საქართველოს“ და მისი პარტნიორების კანდიდატად თამილა გურაშვილი დასახელდა, ლაგოდეხში კი, პარტიებმა მაჟორიტარობის კანდიდატად ვასილ ჭიჭინაძე წარადგინეს.
ყვარელში ერთიანი კანდიდატი ვიქტორ ლეგაშვილი, თელავში კი, გიორგი მოსიაშვილი იქნება.
ახმეტის საარჩევნო ოლქში პარტიების ლიდერებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით ონიკაური დასახელდა.

















