logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კობა კობალაძე: ვეთანხმები გიგა ბოკერიას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არსებობდა და მუხროვანის ე.წ. ამბოხიც ამ კრიზისიდან გამოსვლის უსუსური მცდელობა იყო
კობა კობალაძე: ვეთანხმები გიგა ბოკერიას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არსებობდა და მუხროვანის ე.წ. ამბოხიც ამ კრიზისიდან გამოსვლის უსუსური მცდელობა იყო
14:08 01.10.2019
კობა კობალაძემ მუხროვანის ამბოხის საქმეზე ისაუბრა: კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, ის თუ რა უნიჭოდ იყო დადგმული სცენარი, რაც შეეხება მუხროვანის ე.წ. ამბოხს. არც ერთ საბრძოლო ტექნიკას, არც ერთ პირად შემადგენლობას, არ დაუტოვებია სამხედრო ბაზის პერიმეტრი და არ განუხორციელებია კონკრეტული ქმედება. ნებისმიერ სამხედრო ნაწილს, ნებისმიერი სამხედრო შემადგენლობას ჰყავს მორიგე ოპერატიული მორიგე, რომელიც იერარქიულად სამხედრო ნაწილში განვითარებულ მოვლენებზე ან არადისცპლინარულ ქმედებებზე ან დისციპლინარულ გადაცდომებზე მოხსენებას აკეთებს ზემდგომ ხელმძღვანელობასთან. აბსოლუტურად არც ერთი დოკუმენტი, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს არ ადასტურებდა იმას, რომ სამხედრო ნაწილის ოპერატიულმა მორიგემ მიმართა რომელიმე უბრალო თავის ხელმძღვანელს. პირიქით, სამხედრო ნაწილის უშუალო ხელმძღვანელი არ იყო კავშირზე არც გენერალური შტაბის უფროსთან არც სახმელეთო ჯარების იმ პერიოდის სარდალთან, ის პირდაპირ სამხედრო ბაზის მეკავშირის როლს ასრულებდა და ეკონტაქტებოდა იმ პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრს, მგონი ვანო იყო მერაბიშვილი. რაც შეეხება სამხედრო ნაწილში ტექნიკის დაქოქვას, ეს არ არის დანაშაული. ამის ასე აღქმა არის ელემენტარულად უვიცობა და გაურკვევლობა. სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობას დღის განრიგში თუ არ არის ტექნიკა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი და არ არის დაქოქილი, მაშინ არის პასუხისმგებლობაში მოსაყვანი პირადი შემადგენლობის ხელმძღვანელობა.


და კიდევ ერთი, არც ერთი მიმართულებით, არც ერთ ტანკს, მე მაგ პერიოდში მოვიკითხე სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს და პასუხად მივიღეთ, რომ ტექნიკა რომ იყო დაქოქილი, კონკრეტულად ტანკი, ეს არჩენდა ვარაუდს, რომ ეს ტანკი დაიძვრებოდა თბილისისკენ. ეს ვარაუდი რამ ჩამოაყალიბა მე ვკითხე მოსამართლესაც და ბრალდების მხარესაც. ეტყობა ტრაფარეტი ჰქონდა ან ტანკს გაკეთებული მუხროვანი-თბილისი და ა. შ. ცოტა უკვე კომედიაში გადავდივართ ამ ყველაფერში. რაც შეეხება პირადი შემადგენლობის გმირობას, ეს პირადი შემადგენლობა იყო გმირები და მათ შორის, ბევრი არის ხელმძღვანელი და მეთაური, რომელიც კაპიტულაციის შემდგომაც კი, ერთი კვირის და ორი კვირის შემდეგ გამოვიდნენ უკვე საომარი მოქმედებების ზონიდან და პირადი შემადგენლობაც მსხვერპლის გარეშე გამოიყვანეს, და პლიუს ამას იყო გარკვეულად უკმაყოფილება სამხედრო ნაწილებში, რაც იყო განპირობებული იმით, რომ მიატოვეთ პირადი შემადგენლობაც ოფიცერიც, ჯარისკაცებიც და მიუხედავად იმისა, რომ გამოგვეყვანა როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა ასევე, პირადი შემადგენლობა გარდაცვლილი ჩვენი ჯარისკაცები, აქ ზეიმით ვამცნეთ საზოგადოებას ის, რომ ჩვენ ვიყავით გამარჯვებულები ეს არის და ეს.


ვეთანხმები გიგა ბოკერიას იმაში, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არსებობდა და მუხროვანის ე.წ. ამბოხიც იყო ამ კრიზისიდან გამოსვლის უსუსური მცდელობა.

სამხედროებს თავისი წესდება აქვთ რითაც ხელმძღვანელობენ. არც ერთი ამ წესდებიდან გათვალისწინებული ნორმატიული აქტით არ იყო იმის ქმედება განსაზღვრული, რომ იქ ტარდებოდა და ხდებოდა რამე. და მეორე, რაც შეეხება ოთანაძეს, ცხონებული კრიალაშვილის და ლევან ამირიძის დახვრეტას, ეს დახვრეტაც მოხდა იმიტომ, როცა შეეძლოთ რომ ჭეშმარიტება დაედგინათ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა