logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გურამ მაჭარაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი ობიექტურად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს - ჩვენ დანაპირები შევასრულეთ
გურამ მაჭარაშვილი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი ობიექტურად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს - ჩვენ დანაპირები შევასრულეთ
13:51 01.10.2019
„საზოგადოებისთვის მიცემული დანაპირები, რომ გავწერდით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ღია და გამჭვირვალე პროცედურას და რომ კანდიდატების მოსმენა ასევე გამჭვირვალედ და მაღალი სტანდარტით განხორციელდება - შევასრულეთ და დარწმუნებული ვარ რომ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე ისე, როგორც შეეფერება ქართულ საზოგადოებას და მართლმსაჯულებას“,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა კოლეგებს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის ხანგრძლივი და ფართო ჩართულობით განხორციელებული პროცესიც შეახსენა და აღნიშნა, რომ გაწერილ პროცედურებსა და კრიტერიუმებს დადებითად აფასებს ევროკავშირიც.

„გასული კვირის ხუთი დღის განმავლობაში, იუსტიციის საბჭოსთან შედარებით, რომელმაც ასევე დააწესა საკმაოდ ხანგრძლივი გასაუბრებების სტანდარტი, ჩვენ თამასა კიდევ უფრო ავწიეთ და იურიდიულ კომიტეტში, პრაქტიკაში დაინერგა, რომ ერთი დღის განმავლობაში, ვუსმენთ ერთ კანდიდატს და ყველას აქვს საშუალება, პირდაპირ ეთერში უყუროს რა რესურსი აქვს ამა თუ იმ კანდიდატს, მათ შორის, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას. გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარე კითხულობს მოქალაქეების კითხვებს. ეს არის სტანდარტი, რომელიც დაინერგა იურიდიულ კომიტეტში და საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე, ტაქსების რეფორმის შესახებ ოპონენტთა მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„აქ გაჟღერდა, რომ მოქალაქეებმა თავისით იშოვეს სამსახური და თითქოს, ჩვენ ახლა ხელს ვუშლით. პირიქით, ეს რეგულაციები არსებობს იმისთვის და გამბედაობა უნდა გვეყოს და ვაღიაროთ, რომ არა მხოლოდ ტაქსის მძღოლების მუშაობა, არამედ საზოგადოების იმ ნაწილის კომფორტიც უზრუნველვყავით, რომლებიც სარგებლობენ ტაქსის მძღოლების მომსახურებით. ყველა რეგულაცია რომელიც არის დაწესებული ამ კანონმდებლობით, მიმართულია ამ სერვისის მოწესრიგებისკენ“,- განაცხადა დეპუტატმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა