logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი კახიანი: საკონსტიტუციო ცვლილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩვენ კონსესუსით მივიღებთ
გიორგი კახიანი: საკონსტიტუციო ცვლილებას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩვენ კონსესუსით მივიღებთ
13:29 01.10.2019
„მას შემდეგ, რაც 1995 კონსტიტუცია მივიღეთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილება იქნება ერთ-ერთი ის ცვლილება, რომელიც ძალიან პრინციპული საკითხია პოლიტიკური ჯგუფებისთვის და რომელსაც ჩვენ მივიღებთ პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად. ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს ის პოზიციები, რომელი მოვისმინეთ როგორც არასაპარლამენტო, ასევე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება როგორც ხელისუფლების დამსახურებაა, ასევე ეს ნაბიჯი განაპირობა ქვეყანში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა.

„გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ეს არის ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი დამსახურება. ისიც უნდა ითქვას, რომ მნიშვნელოვანწილად ეს განპირობებული იყო იმ პოლიტიკური პროცესებით, რომელიც მიმდინარეობდა და რა თქმა უნდა, საზოგადოების და ძირითადად ახალგაზრდობის დამოკიდებულებით ამ საკითხთან მიმართებაში“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ.

გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საპარლამენტოს არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების შესახებ, ჯერ კიდევ, ერთი წლის წინ იყო მიღებული, თუმცა კონსენსუსის საგანი ვერ გახდა დრო, თუ როდიდან დაიწყებოდა ამ სისტემაზე გადასვლა.

„ვფიქრობ, რომ კონსტიტუცია, რომლის რედაქცია 2017 წელს განხორციელებული ცვლილების შედეგად არის ჩამოყალიბებული, რეალურად ძალიან კარგი კონსტიტუციაა, რომელსაც, სამწუხაროდ, არ ჰქონდა ოპოზიციის მხრიდან კონსესუსი და ჩემი აზრით, ამის ძირითადი მიზეზი იყო სწორედ, პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებული საკითხი. ამ თვალსაზრისითაც ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა კონსტიტუციის მიმართ ძალიან პოზიტიურ დამოკიდებულებას განაპირობებს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, კონსტიტუციური ინიციატივის ფარგლებში არის საკითხები, რომელზეც განსხვავებული შეხედულებები არსებობს, მაგალითად: ეს ეხება ბარიერთან დაკავშირებულ საკითხს და ბლოკების გაერთიანების საკითხს.


"ამ საკითხებზე ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია. სიმართლე გითხრათ, ამ ხნის განმავლობაში, ვერ მოვისმინეთ საფუძვლიანი არგუმენტები ჩვენი პოზიციების საწინააღმდეგოდ ბარიერთან და ბლოკებთან დაკავშირებით, თუმცა, რა თქმა უნდა, განხილვები გაგრძელდება. ჩვენ კიდევ გვექნება შესაძლებლობა, საკანონმდებლო პროცესის ფარგლებში, მოვისმინოთ სხვა შეხედულებები, ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. ეს პროცესი გაგრძელდება და ძალიან კარგია, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერს კონსესუსით დავასრულებთ“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა