logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ამირან სალუქვაძე: წინა ხელისუფლებას ომის შემდეგ ორმხრივი კონტაქტების სურვილიც ჰქონდათ, მცდელობებიც, იმედებიც
ამირან სალუქვაძე: წინა ხელისუფლებას ომის შემდეგ ორმხრივი კონტაქტების სურვილიც ჰქონდათ, მცდელობებიც, იმედებიც
11:21 30.09.2019
,,ვუსმენ პრიმიტიულ და მავნე აჟიოტაჟს ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით. ჯერ ორ სიტყვას გეტყვით, შემდეგ ვიდეოს მოუსმინეთ. ხმაურობენ ისინი, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თავად ცდილობდნენ კრემლთან უშუალო კომუნიკაციაში შესვლას”, - ამის შესახებ ექპსერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

"ვუსმენ პრიმიტიულ და მავნე აჟიოტაჟს ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით. ჯერ ორ სიტყვას გეტყვით, შემდეგ ვიდეოს მოუსმინეთ.

რაზე კამათობენ ხელისუფლების ოპონენტები, იმაზე კი არა როგორ უნდა წარიმართოს მოლაპარაკებები, არამედ არკვევენ ვისი ინიციატივით გაიმართა.

ხმაურობენ ისინი, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თავად ცდილობდნენ კრემლთან უშუალო კომუნიკაციაში შესვლას (ვიდეოში მოისმენთ).

არ ითვალისწინებენ ბოლო დროს ვითარების ესკალაციას, სახელმწიფო დეპარტამენტის და ზოგადად დასავლელი პარტნიორების პოზიტიურ გამოხმაურებას შეხვედრასთან დაკავშირებით.

მოგიმზადეთ ოფიციალური პირის, საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის ინტერვიუების ამონარიდები, რომელიც შემდეგ გზავნილებს აჟღერებს:

1. ჯერ-ჯერობით მოსკოვიდან იმის სიგნალები, რომ ამ ფუნდამენტზე რაიმეს დავაშენებთ, არ ისმის (2012 წელია);

2. რეისები სრულდება, ხალხი ერთმანეთთან ურთიერთობს, რუსეთიდან ტურიზმი გაორმაგდა (მაშინ ეს კარგი იყო, დღეს ყველანაირად ებრძვიან. რატომ?);

3. სანამ რუსეთში არ დასრულდება არჩევნები, შემდეგ არ დააკვირდებიან ჩვენს არჩევნებს, ურთიერთობებში წინსვლა არ იქნება;

4. მისი აღმატებულება, ბატონი ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინის პირობებში, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს (გულისხმობს უკეთესობისკენ შეცვლას);

5. საუბრობს, რომ ორმხრივი კომუნიკაციები სამწუხაროდ (სამწუხაროდ!) არაა, თუმცა, მე ყველას ვიცნობ, მე ყველა მიცნობს, არხები არის (აქ არ იგულისხმება ჟენევა ან სხვა, საუბარია ნაცნობობაზე), საჭიროების შემთხვევაში მესიჯები მიდის (საინტერესოა რატომ არ ვიცით ამ გზავნილების შესახებ).

ჰო, საქართველო კავკასიის გასაღები მეგონა, თურმე "ზატიჩკა" და "პრობკა" ყოფილა...

მოკლედ, ეს მხოლოდ ერთი მაგალითი შეგახსენეთ, რომ წინა ხელისუფლებას ომის შემდეგ, ორმხრივი კონტაქტების სურვილიც ჰქონდათ, მცდელობებიც, იმედებიც.

მაშ ახლა რატომაა ასეთი აჟიოტაჟი იმის ნაცვლად, რომ დასავლელ პარტნიორებთან ერთად მიესალმონ დიალოგის დაწყებას და ხელისუფლება ერთი მხრივ აკონტროლონ, მეორე მხრივ არ შებოჭონ აჟიოტაჟით, მეტიც საინფორმაციო ომით? წლებია ქართული ოცნება თითს ვერ ანძრევს ოპოზიციის შიშით. წინა წლებშიც იყო კომუნიკაციის, მაღალი დონის შეხვედრების შესაძლებლობები, რომლებიც ერთი მხრივ მე-4 პრეზიდენტის სიჯიუტით, ვერ შეჯერდნენ ვინ წავიდოდა, პრემიერი თუ პრეზიდენტი, მეორე მხრივ ოპოზიციის აჟიოტაჟის გამო ჩაიშალა, როცა ოცნებას პრორუსულიბას აბრალებდნენ, ასევე პუტინთან მოლაპარაკებები არ შეიძლებაო. 2012-ში პუტინის მოტრიალების იმედი ჰქონდათ, 2012-ს შემდეგ რა შეგეცვალათ?

დავიღალეთ ამ კინკლაობების ცქერით.

ის რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება და შესაძლოა უშედეგოც იყოს, ორჯერ ორია, მაგრამ გაყინული ურთიერთობების პირობებში ათეული წლები გადის, აფხაზეთსა ცხინვალში თაობები იზრდება. თაობები იზრდებიან აქეთ მხარესაც. დევნილებს ვგულისხმობ. ამიტომ ადგილზე ტკეპნა მხოლოდ კრემლის და სეპარატისტების წისქვილზე ასხამს წყალს.

წლებია გეუბნებით და ახლახანს გადაცემა პირველებშიც (ნახეთ აუცილებლად: https://m.facebook.com/story.php?story_fbid=3281647785186669&id=100000244408994) გავიმეორე, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მიაღწიოს თანხმობას და ერთად იფიქრონ დეოკუპაციის გზებზე. ეს რუსეთთან კომუნიკაციის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების გარეშე უშედეგო იქნება. ფორმატებზე პარტნიორებთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ.

ვინც ამ ფერხულში ჩაბმული არ იქნება, ე.ი. მას ქვეყნის ერთიანობაზე წინ პირადი ვიწროპოლიტიკური ინტერესები მიაჩნია.

თემას კიდევ დავუბრუნდები.

რეზიუმე. ამ ინტერვიუების საწინააღმდეგო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არაფერი მაქვს, თუმცა შეიძლება განხილვა (ნახეთ სრული ვერსიები და თავად გაანალიზეთ). უბრალოდ თუ 2012-ში ტურიზმიც გინდოდათ, რუსეთთან კონტაქტებიც, პუტინის იმედიც გქონდათ, 2012-ს შემდეგ საწინააღმდეგო პოზიციაზე დგომა გაუგებარი და არათანმიმდევრულია", - წერს ექსპერტი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა