logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი კახიანი ოთარ კახიძეს: გაურბიხარ შეკითხვას და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებ
გიორგი კახიანი ოთარ კახიძეს: გაურბიხარ შეკითხვას და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებ
11:37 29.09.2019
„ჩამოვწეროთ იქნებ სია, ვინ არიან კლანის წევრები და გვეცოდინება რამდენია, მარტო იუსტიციის საბჭოს წევრები არიან კლანის წევრები, თუ სხვებიც ? გაურბიხარ შეკითხვას და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებ“, - ამ კითხვით უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა ევროპული საქართველოს დეპუტატს ოთარ კახიძეს ტვ „იმედის“ ეთერში მიმართა.

გიორგი კახიანი ასევე დაინტერესდა, სად იყო შეცდომა და რა უნდა გაკეთებულიყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ნაბიჯები გადავდგით იდეალური ხელისუფლება დღესაც არ არის და დღესაც იმ პროცესში ვართ, რომ ბევრი რამ უნდა შევცვალოთ, თუმცა იმასთან შედარებით , რაც 2012 წლამდე იყო, სრულიად განსხვვებული სურათია და ამაზე არაერთი სტატისტიკური მონაცემი მეტყველებს, მაგალითად, იფსოსის კვლევები, რომელიც ამ თვალსაზრისით ძალიან პოზიტიურად აფასებს, თუნდაც ენდიაის ერთერთი კვლევა, როდესაც მოსახლეობის მხოლოდ 5 პროცენტი თვლის რომ სასამართლოში პრობლემაა. როდესაც ოთარს ვკითხე რომ იმ გზაზე, რაც ჩვენ გავიარეთ განსხვავებულად რას გააკეთებდა, მან პასუხი ვერ გამცა. შემთხვევით არ დავუსვი ეს კითხვა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბევრ რამეს სწორად აკეთებ, მაგრამ იდეალურ შედეგს ვერ იღებ. მისი პასუხი იყო, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი პირველი ინსტანციის ყველა საქმეზე უნდა აგვემოქმედებინაო. ეს აბსურდია, რადგან პირველი ინსტანცია იხილავს ათი ათას საქმეს დაახლოებით , ათი ათასჯერ თორმეტი მსაჯული , სად გინდა ნახო ას ოცი ათასი მსაჯული საქართველოში . ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ამოქმედდა მეტად , ვიდრე ეს მანამდე იყო, დღესაც მოქმედებს,თუმცა ყველა დავაზე და ყველა საქმეზე ბუნებრივია ვერ ამოქმედდება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებას საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ერგო არაერთი, მათ შორის სასამართლო ხელისუფლების მიმართულებით.

„ვითარება არ არის მარტივი, 2012 წლის შემდეგ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო არაერთი მიმართულებით და მათ შორის ის რაც ეხება სასამართლო ხელისუფლებას. ეხლა ჩვენ რის გაჯანსაღებაზეც ვსაუბრობთ და რაზეც ამდენ ხანს ვლაპარაკობთ ერთგვარი პარადოქსიც არის რომ ოთარი ეხლა მე მიხსნის რა გამოვასწოროთ ,როგორ გამოვასწოროთ, მაშინ როდესაც წინა ხელისუფლების დროს არის ეს ყველაფერი შექმნილი და 2012 წლიდან ვცდილობთ რაღაცნაირად გავაჯანსაღოთ ეს სისტემა. ამ მიმართულებით გადავდგით არა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. გავატარეთ იუსტიციის საბჭოს რეფორმა, რომელიც პოზიტიურად იყო შეფასებული,თუმცა მთლად ისეთი შედეგი არ იყო მიღებული, როგორიც გვინდოდა. მოსამართლეებზე ზემოქმედების ბერკეტები რაც გააჩნდა აი კლანს რო იძახის და იუსტიციის საბჭო იყო მაშინ, შევეცადეთ ეს ბერკეტები გამოგვეცლია ყველასთვის, მათ შორის იუსტიციის საბჭოსათვის. მაგალითად, როდესაც მოსამართლეებს ვითომ მივლინებაში უშვებდნენ და გადაასახლებდნენ ერთი ადგილიდან მეორე ქალაქში და ზოგს უწევდა საერთოდ დატოვება მოსამართლეობის და ა.შ. ასეთი არაერთი რამე გავაკეთეთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს თანმიმდევრულად რომ შეხედო ყველაფერი სწორად გაკეთდა, შედეგი მაინც არ არის იდეალური. თუმცა გვაქვს ის შედეგი რა გვაქვს“ , - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისი თქმით, პროცესი გამჭვირვალედ და სწორი მიმართულებით მიდის და რეფორმები გაგრძელდება.

„სწორი პროცესის გარეშე სწორ შედეგს ვერ მიიღებ. მე იმედი მაქვს ,რომ პარლამენტი საბოლოო ჯამში სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას , რომ ვისაც პარლამენტი უსმენს ყველა გახდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მთავარია პროცესი სწორად მიდის", - განაცხადა კახიანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა