წინასაარჩევნოდ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ძირითადი მოთამაშეების შესახებ ისაუბრეს ოთხი არასამთავრობო
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან დღეს გამართულ შეხვედრაზე.
როგორც შეხვედრის შემდეგ „სუფთა პოლიტიკის“ წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ დანახული იქნეს პოლიტიკური ვითარების სრული სურათი და არა ვიწრო კონკრეტული ინფორმაცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა, თუ სახელმწიფო აუდიდიტის სამსახურის მუშაობის შესახებ.
„ფართო სურათი კი, არის ის, რომ ძალიან დიდი ფული ცდილობს საქართველოში შემოვიდეს და ებრძვის პატარა საქართველოს. ასეთი მასშტაბის ფულთან გამკლავება გაუჭირდებოდა ბევრ სახელმწიფოს“-განაცხადა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ სწორედ აქედან გამომდინარეობს ის მცირე გადაცდომები, რომელსაც ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებების მხრიდან.
ამასთანავე, ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ამ მცირე გადაცდომებზე რეაგირება აუცილებელია.

















