logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თამარ ხულორდავა: გვსურს, საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ევროკავშირის ქვეყნებში საზოგადოების მხარდაჭერა გავაღვივოთ
თამარ ხულორდავა: გვსურს, საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ევროკავშირის ქვეყნებში საზოგადოების მხარდაჭერა გავაღვივოთ
19:29 27.09.2019
ბერლინში, „ფოკუსი საქართველოზე“ ღონისძიებათა სერია დაიწყო, რომელიც კონრად ადენაუერის ფონდისა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა.

საქართველოს საელჩომ ბერლინში უმასპინძლა პირველ დისკუსიას თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი: რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთესად?“.

ღონისძიების მთავარი კითხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს შეეხებოდა.
„ჩვენს სურვილებს და ევროკავშირის მზაობას შორის საკმაოდ დიდი სივრცეა და აღმოსავლეთ პოლიტიკის მომავალი ალბათ საბოლოოდ ამ მოლოდინების დაახლოების შედეგი იქნება. ჩვენ მეტი გვინდა, ევროკავშირი კი ფრთხილობს. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს მისი მომავალი, ჩვენი პრიორიტეტები არ შეიცვლება.

ის, რაც ამ ფორმატში ვერ განხორციელდება, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტად დარჩება. დისკუსიის მიზანია გერმანულ საზოგადოებაში საქართველოსა და საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაცია, აქტუალურ თემებზე ინფორმაციის მიწოდების და დისკუსიაში მონაწილეობის გზით. გვსურს, საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საზოგადოების მხარდაჭერა გავაღვივოთ“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

დისკუსია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი: რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთესად?“ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა ტომას შრაპელმა გახსნეს.

დისკუსიაში, თამარ ხულორდავასთან ერთად, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი, კორნელი კაკაჩია, ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, მატერნ ფონ მარშალი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობის ცენტრალური შტაბის უფროსი, ბენედიქტ ცანკერი და კორბერის ფონდის საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის მენეჯერი, ლიანა ფიქსი მონაწილეობდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა