logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გურამ ნიკოლაშვილი: ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრამ და მისმა შეფასებამ შესაძლებელი გახადა, ამოქმედდეს ორმხრივი დიალოგი ორ ქვეყანას შორის არსებული კონფლიქტიდან წარმოშობილ ურთულეს საკითხებზე
გურამ ნიკოლაშვილი: ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრამ და მისმა შეფასებამ შესაძლებელი გახადა, ამოქმედდეს ორმხრივი დიალოგი ორ ქვეყანას შორის არსებული კონფლიქტიდან წარმოშობილ ურთულეს საკითხებზე
18:49 27.09.2019
„დავით ზალკალიანსა და სერგეი ლავროვს შორის შვეიცარიის ინიციატივითა და შუამავლობით გაეროს შტაბბინაში გამართულმა შეხვედრამ და მისმა შეფასებამ შესაძლებელი გახადა, სხვადასხვა ფორმატითა და საშუალებით ამოქმედდეს ორმხრივი დიალოგი იმ ურთულეს საკითხებზე, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტიდანაა წარმოშობილი” - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, რეკომენდაცია რუსეთთან დიალოგის წარმოებაზე ახალი არ არის და საქართველოს პარტნიორები ხშირად მოუწოდებდნენ ქვეყანას, გამოეყენებინა ეს მექანიზმი.
„26 წლის წინ დაეცა სოხუმი, საქართველოში გაჩნდა ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი. ამ ტრაგედიამ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ისედაც უდიდეს ეკონომიკურ სიდუხჭირეში ჩავარდნილი ქვეყანა. განვლილი 26 წლის მანძილზე ვერ მოხერხდა რაიმე დადებითი ძვრის შეტანა არსებულ კონფლიქტში. არ არსებობს ორმხრივი დიალოგის თუ სახალხო დიპლომატიის რაიმე ფორმატი, ხოლო მთავარი მოთამაშე არსებულ ვითარებაში რუსეთია, რომელიც უშუალოდაა პასუხისმგებელი შექმნილ ვითარებაზე.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად ცნო. საქართველომ რუსეთთან გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები. რუსეთი უკვე 11 წელია ახორციელებს ოკუპირებული ტერიტორიების ბორდერიზაციას, რაც ყოველდღიურ საფრთხეს უქმნის გამყოფ ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას. საქართველო კი აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას და ითხოვს ექვსპუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

„ცივი, პრაგმატული პოლიტიკის განხორციელება საქართველოს პარტნიორების რეკომენდაციებთან სინქრონში“ -ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში შვეიცარიის ინიციატივითა და შუამავლობით გამართულ შეხვედრას დავით ზალკალიანსა და სერგეი ლავროვს შორის. შეხვედრას მოჰყვა დადებითი გამოხმაურებები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
შეხვედრამ და მისმა შეფასებამ შესაძლებელი გახადა სხვადასხვა ფორმატითა და საშუალებით ამოქმედდეს ორმხრივი დიალოგი იმ ურთულეს საკითხებზე, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტიდანაა წარმოშობილი. უნდა ითქვას, რომ რეკომენდაცია რუსეთთან დიალოგის წარმოებაზე ახალი არ არის და საქართველოს პარტნიორები ხშირად მოუწოდებდნენ ქვეყანას გამოეყენებინა ეს მექანიზმი.
20 ივნისის მოვლენების შედეგად რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან, რამაც სერიოზული დარტყმა მიაყენა ტურიზმის ინდუსტრიას. გაჩნდა ინფორმაცია, რომ სანქციები შესაძლოა სოფლის მეურნეობის სექტორსაც შეხებოდა. ზაფხულის კრიზისის დასრულების შემდეგ დღის წესრიგში დადგა საკითხი, თუ როდის აღდგება ავიამიმოსვლა და როდის დაუბრუნდება ვითარება კრიზისამდელ მდგომარეობას.
საგარეო ვაჭრობის მხრივ თურქეთი და ევროკავშირი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ქვეყნებია, თუმცა სერიოზული მაჩვენებელი აქვს რუსეთსაც. ის რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, ამ რეალობას კვლევებიც ადასტურებენ. დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული საქართველოს აქვს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ანუ იმპორტი ბევრად აღემატება ექსპორტს. უარყოფითი სალდოს შემცირება კი მხოლოდ ადგილობრივი, კონკურენტუნარიანი წარმოების განვითარებითაა შესაძლებელი” - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=0X9Mhs75_NQ&feature=youtu.be&fbclid=IwAR2OsG_1UIvOMZsH0weKxHyk51eiIJnwCv5M7ljYtATLiC-cEwDthyhhW0A

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა