პოლიტიკური პარტიები „განახლებული საქართველოსთვის“ და „ჯონდი ბაღათურია - ქართულ დასი“ არჩევნებში საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთობლივი გეგმების პრეზენტაცია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ და „განახლებული საქართველოსთვის“ ლიდერმა ნანა გულუამ დღეს გამართეს.
გულუას თქმით, იმის გამო, რომ ცესკო-მ პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ არ დაარეგისტრირა, ის არჩევნებში მონაწილეობას „ქართულ დასთან“ თანამშრომლობით გეგმავს.
კონკრეტულად ამ ორ პოლიტიკურ პარტიას საერთო საარჩევნო სია ექნება და „განახლებული საქართველოსთვის“ წევრები საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად „ქართული დასის“ სახელით იბრძოლებენ.
ნანა გულუას თქმით, ის ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება, რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, ბაღათურიაც და გულუაც აცხადებენ, რომ „ქართული დასის“ წინასაარჩევნო კამპანია შემოწირულობებით დაფინანსდება.

















