პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ მარნეულის მოსახლეობას პარტიის პროგრამული პრიორიტეტები გააცნო და მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი ისლამ ახუნდოვი წარუდგინა.
გამყრელიძის თქმით, ისლამ ახუნდოვი „ახალი მემარჯვენეების“ წევრი 2002 წლიდანაა. იგი პარტიაში ახალგაზრდული ორგანიზაციიდან მივიდა, სადაც სხვადასხვა დროს იყო გამგეობის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. არის არასამთავრობო ორგანიზაციის „გურჯისტანის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი.
„ისლამი ერთ-ერთი ძველი და ისტორიული აზერბაიჯანული გვარის წარმომადგენელია. დაბადებული და გაზრდილია თბილისში. „ახალი მემარჯვენეების“ აქტიური და ერთგული წევრია. დარწმუნებული ვარ, დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, იგი უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს არამხოლოდ მარნეულისთვის, არამედ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის მეგობრობის გამტკიცებისთვის“ – აღნიშნა გამყრელიძემ.

















