logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გური სულთანიშვილი ,,ლელოზე“ : არანაირი მესამე ძალა -  ესაა ახალი ორგანიზმი, ახალი ფორმა ნაციონალური მოძრაობისა, რომელიც ცდილობს გააძლიეროს ეს ფლანგი
გური სულთანიშვილი ,,ლელოზე“ : არანაირი მესამე ძალა - ესაა ახალი ორგანიზმი, ახალი ფორმა ნაციონალური მოძრაობისა, რომელიც ცდილობს გააძლიეროს ეს ფლანგი
16:22 26.09.2019
ერთი შეხედვით ძალა, რომელიც ახალ გზას გვპირდებოდა, ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილს უჭერდა მხარს და ა.შ. ნელ ნელა ნაციონალური მოძრაობის ქვეშ ექცევა,- ამის შესახებ POSTV- ის ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი ვიდეო ბლოგში საუბრობს.

"ჩემ წინა ბლოგებში ვისაუბრე ლიბერალების ერთ თვისებაზე, რომ ისინი მიშიზმთან კოლაბორაციაში შედიან და ამის გაზომვა, ამის ერთგვარი შეფასების მეთოდი შემდეგია. ხარ თუ არა მიშისტი ეს უნდა გაიზომოს არა მიშას სიყვარულით ან ნაციონალების სიყვარულით ან შენი ყოველდღიურობით, არამედ გადამწყვეტ მომენტში, აი ბოლო ორი კანდიდატი როა დარჩენილი მეორე ტურში, მაშინ ვის მხარეს იხრები საბოლოოდ აი ამით იზომება.

პრინციპში ლოგიკურიცაა, რაც არ უნდა დამოუკიდებლობაზე ილაპარაკო, თვითორგანიზებაზე, ახალ სოციალურ მოძრაობაზე, მესამე ძალაზე თუ სხვა რამეზე, ფიზიკის კანონები ფიზიკის კანონებად რჩება, მიზიდულობის პრინციპის ლოგიკა არ იცვლება. მცირე საგნებს მიზიდულობის ძალა პატარა აქვთ, ხოლო დიდებს უფრო ძლიერი. შესაბამისად საბოლოოდ ყველა მცირე პარტია, ყველა მცირე მოძრაობა, ერთ დიდ ძალასთან იყრის თავს, ეს ძალა ან ქართული ოცნებაა ან ნაციონალური მოძრაობა.


ასე ხდება ახლად გაჩენილი მამუკა ხაზარაძის შემთხვევაშიც, ერთი შეხედვით ძალა, რომელიც ახალ გზას გვპირდებოდა, ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილს უჭერდა მხარს და ა.შ. ნელ ნელა ნაციონალური მოძრაობის ქვეშ ექცევა.

შეიძლება მსმენელს გაახსენდეს მთავარი არხის ეთერში გასული ჰარდ თოქი, სადაც ნიკა გვარამია და ეკა კვესიტაძე საკმაოდ მკაცრად მოექცნენ, ასევე შეიძლება გაგახსენდეთ მიშას მიერ გაკრიტიკებული ხაზარაძეც, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა.


ერთი მხრივ ხაზარაძეზე არსებობს ეჭვები, ანდაც ზოგისთვის უკვე ფაქტის დონის მოსაზრებები რომ ხაზარაძე ტვ პირველის დამფინანსებელია, და ამას ადასტურებს ასევე ინტერვიუ მასთან, როგორი მოკრძალებული კითხვები იყო, წამყვანის მხრიდან. ახლა კი ნახეთ, მთავარი არხი აკეთებს სიუჟეტს სად გაქრა "დაიცავი საქართველო". ვისაც არ გახსოვთ ეს პოლიტიკური მოძრაობაა, რომელსაც დავით მაღრაძე ედგა სათავეში. დავით მაღრაძემ გააკრიტიკა ხაზარაძე, აქამდე რატომ ვერ ნახა ხმის ამოღების აუცილებლობა, აქამდე რატომ ვერ იგრძნო საქართველოს დაღუპვა, მაგალითად ეს მიშას დროს, და რატომ მაინც და მაინც ახლაო, მთავარმა არხმაც არ დააყოვნა და გააკეთა სიუჟეტი იმის შესახებ, თუ სად წავიდა დაიცავი საქართველო. ანუ მან ეს არა ტვ პირველის მეშვეობით, არამედ მთავარი არხის მეშვეობით თქვა და სხვადასხვა ჯგუფები მას ფარულ დამფინანსებლადაც მოიაზრებენ. ხაზარაძე ძალიან აქტიურადაა ჩართული მთავარი არხის მესიჯბოქსებში, როგორც ირიბად, ისე პირდაპირ, როგორც ღიად, ისე ფარულად, მაგრამ ეს იქით იყოს, ასევე გუშინ საუბარი იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინ საბანკო ვალების ჩამოწერის ფაქტზე. ჯერ მთავარი არხი საუბრობდა თუ რა ბოროტი აქტი იყო ეს და მერე ბატონმა მამუკამ აგვიხსნა, რომ მთავრობამ დააძალა ამის გაკეთება, თუმცა პარალელურად სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი წერილიც გამოქვეყნა. ეგრეც რომ იყოს, გამოდის, მთავრობამ დააძალა კარგი საქმის კეთება, ანუ მოქალაქეებზე გაბერილი პროცენტით დაგროვებული ვალების ჩამოწერა, ანუ ეს არ უნდოდა და რაც გააკეთა ძალით გააკეთებინეს.


რომ შევაჯამოთ, არანაირ მესამე ძალასთან არ გვაქვს საქმე, ესაა ახალი ორგანიზმი, ახალი ფორმა ნაციონალური მოძრაობისა, რომელიც ცდილობს გააძლიეროს ეს ფლანგი.

როგორც უახლესი სპაიდერ მენის ფილმში გამოჩნდა მაგალითად ახალი სუპერგმირი ხალხის გადარჩენის იდეებით აღჭურვილი და ფილმის ნახევარი მაყურებელი უყურებს როგორ იბრძვის ის უდანაშაულო ადამიანების გადასარჩენად, თუმცა მეორე აქტში, ვხედავთ მის რეალურ სახეს, სადაც ის აღმოჩნდება პროფესიონალი ჟულიკი, რომელიც ქმნის ილუზიას, რომ ხალხს საფრთხე ემუქრება და საკუთარ შექმნილ ილუზიას უპირისპირებას თავის ფანტომურ სუპერძალებს. ანუ საფრთხეც გამოგონილია და სუპერძალაც. ასეა ჩვენ შემთხვევაშიც, ისევ ძველი ძალების გაძლიერება მოხდება გამოგონილი საფრთხეების საწინააღმდეგოდ"-განაცხადა სულთანიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა