logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრმა და იაპონიის ელჩმა იაპონიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ტურიზმის კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს
პრემიერ-მინისტრმა და იაპონიის ელჩმა იაპონიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ტურიზმის კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს
15:13 26.09.2019
საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს ეფუძნება, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ტადაჰარუ უეჰარას შეხვედრისას აღინიშნა.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობას, რაზეც მაღალი დონის ვიზიტებიც მიუთითებს.

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე. აღინიშნა, რომ საქართველო იაპონიას ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ ეკონომიკურ პარტნიორად და საექსპორტო ბაზრად განიხილავს. იაპონიაში საქართველოსა და ქართული კულტურის შესახებ ცნობადობის გაზრდის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა ტოკიოში გამართული ორთვიანი გამოფენა "საქართველო - ღვინის სამშობლო", რამაც ხელი უნდა შეუწყოს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

პრემიერმა და ელჩმა ისაუბრეს იაპონიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების და ტურიზმის კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე. გიორგი გახარია მიესალმა იაპონური კერძო სექტორის აქტიურ საქმიანობას საქართველოს ეკონომიკაში, კერძოდ მცირე და საშუალო საწარმოების დონეზე და მზადყოფნა გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში პირადად შეხვდეს და მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი იაპონელ ინვესტორებს.

პრემიერ-მინისტრმა იაპონელ დიპლომატს ასევე მადლობა გადაუხადა იაპონიის მიერ იმ პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებიც მიმართულია საქართველოში მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისკენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა