logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირინე ფრუიძე: „უახლოეს მომავალში პარლამენტის ღიაობასთან დაკავშირებით ბევრი სიახლე გვექნება
ირინე ფრუიძე: „უახლოეს მომავალში პარლამენტის ღიაობასთან დაკავშირებით ბევრი სიახლე გვექნება
16:58 25.09.2019
საქართველოს პარლამენტის ახალი ვებგვერდის შექმნა, მობილური აპლიკაციის გაუმჯობესება, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ამოქმედება, მუზეუმის დაარსება, რეგიონებში საპარლამენტო კუთხეების მოწყობა, - ეს ის სიახლეებია, რომლის განხორციელებასაც საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს. ამის შესახებ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მორიგ სხდომაზე ისაუბრეს.
"საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც საბჭოს საქმიანობაშია ჩართული, წარვუდგინეთ ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შესრულდა ვალდებულებების ნაწილი და რა არის დარჩენილი იმისათვის, რომ დავასრულოთ ამ სამოქმედო გეგმის განხორციელება. ძალიან ბევრი რამ უკვე გაკეთებულია პარლამენტის ღიაობის მიმართულებით. ჩვენ ასევე ვიმუშავეთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში პარლამენტის როლის გაზრდაზე", - განაცხადა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინე ფრუიძემ.
კანონპროექტის შემუშავებისთვის სპეციალური ელექტრონული ფორმის განსაზღვრის, ასევე განმარტებითი ბარათის შედგენის შესახებ სახელმძღვანელოსა და ვიდეოინსტრუქციის შემუშავების და მათი პარლამენტის ვებგვერდზე განთავსების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ანგარიში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა წარმოადგინა.
საბჭოს სხდომაზე პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ამოქმედების, პარლამენტის მუზეუმის დაარსებისა და რეგიონებში საპარლამენტო კუთხეების მოწყობის საკითხებზე ისაუბრა. მან დამსწრეთ პროექტის - "მწვანე პარლამენტი"- განხორციელების დეტალები გააცნო და პარლამენტის სასწავლო ცენტრში ელექტრონული სასწავლო პროგრამის დანერგვის შესახებ ისაუბრა.

პარალმენტის მობილური აპლიკაციის გაუმჯობესების ვერსიის პრეზენტაცია აპარატის უფროსის მოადგილემ, ქეთევან კვინიკაძემ წარმოადგინა.
მოქალაქეთა საზოგადოებრივი მისაღების გეგმა-ნახაზი სხდომის მონაწილეებს აპარატის უფროსის მოადგილემ, შოთა გოშაძემ გააცნო.
ირინე ფრუიძის შეფასებით, ყველა ის სიახლე, რომელიც უახლოეს მომავალში პარლამენტის ღიაობასთან დაკავშირებით განხორციელდება, ხელს შეუწყობს მოქალაქეთა უფრო აქტიურ ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში და აამაღლებს საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერებას, რაც მისივე მოსაზრებით, ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო რესპუბლიკაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა