logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გაჩეჩილაძე შოთა გეწაძეს:  საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ გარკვეული უნდობლობა წინა ხელისუფლების ფაქტორით ხომარაა გამოწვეული?
გიორგი გაჩეჩილაძე შოთა გეწაძეს: საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ გარკვეული უნდობლობა წინა ხელისუფლების ფაქტორით ხომარაა გამოწვეული?
16:35 25.09.2019
ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეების" წარმომადგენელმა გიორგი გაჩეჩილაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, მოსამართლეობის კანდიდატს, შოთა გეწაძეს კითხვებით მიმართა.

დეპუტატი დაინტერესდა თუ რამდენად აქვს ისეთი ტიპის მოსამართლეს სისტემაში მუშაობის უფლება, რომელსაც კანონმდებლობაში არსებული ნორმების მიუხედავად, ერთხელ მაინც გადაუხვევია ზნეობრივი კრიტერიუმებიდან და მიუღია ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მიუღებელი იყო.

"როგორ ფიქრობთ, მოსამართლეს რომელსაც ერთხელ მაინც გადაუხვევია ზნეობრივი კრიტერიუმებიდან, მიუღია ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც კანონმდებლობაში არსებული ნორმების მიუხედავად, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მიუღებელი იყო. მე ამის მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ გერმანიის ფაშიზმის დროს არსებული კანონმდებლობა, პინოჩეტის დროს არსებული კანონმდებლობა და ა.შ. მოქმედი მოსამართლეები ღებულობდნენ გარკვეულ გადაწყვეტილებას.

როგორ ფიქრობთ ასეთი ტიპის მოსამართლეებს, რომლებიც ასეთი რეჟიმების დროს ღებულობდნენ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონსტიტუციით, არსებული კანონით გამართლებული იყო, აქვთ თუ არა მათ უფლება გააგრძელონ მოსამართლეობა და ამ სისტემაში მუშაობა? ასეთ მოსამართლეს აქვს თუ არა უფლება გააგრძელონ ნორმალური რეჟიმის დროს მოსამართლეობა?", - მიმართა გიორგი გაჩეჩილაძემ მოსამართლეობის კანდიდატს, შოთა გეწაძეს.

პარლამენტის წევრი ასევე, დაინტერესდა თუ რით არის გამოწვეული საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ არსებული გარკვეული უნდობლობა.

"საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ გარკვეული უნდობლობა არსებობს. როგორ ფიქრობთ, რითი არის ეს უნდობლობის წილი განპირობებული საზოგადოებაში? არის თუ არა ეს განპირობებული წინა ხელისუფლებაში არსებულ სიტუაციასთან თუ რამე სხვა ფაქტორი მუშაობს მაგ. მედიის არაობიექტურობა და ა.შ. საკითხი ასე დგას, რომ მოსახლეობის გარკვეული რაოდენობიდან გამომდინარე, მცირე პროცენტი მიმართავს სასამართლოს, მაგრამ უფრო მეტი უკმაყოფილოა, რითია ეს განპირობებული?". - აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.

იგი ასევე დაინტერესდა თუ რა არის იმის მოტივაცია, რომ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე უზენაესი სასამარლოს მოსამართლეობის კანდიდატია.


"2015 წლიდან თქვენ ბრძანდებით სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე. მაინტერესებს როგორია თქვენი დატვირთვა სააპელაციო სასამართლოში? უზენაესი სასამართლო, არ არის დაკომპლექტებული ამასთან, არის ათასობით საქმე, რომელიც ელოდება განხილვას. თქვენ უფრო მეტი დატვირთვა გელოდებათ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი აგირჩევთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. რა უნდა ვიფიქროთ ჩვენ, იმ პოზიციიდან, რომელშიაც ახლა ხართ და აპირებთ უფრო მეტი დატვირთვის პირობებში გადახვიდეთ? რა არის იმის მოტივაცია, რომ ასე გაირთულოთ თქვენი დღის რეჟიმი და ცხოვრების წესი?", - მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი გაჩეჩილაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა