logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გოჩა ლორთქიფანიძე: ბოლო წლებში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა“
გოჩა ლორთქიფანიძე: ბოლო წლებში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა“
14:03 25.09.2019
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ
საქართველოს მთავრობის ამ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის წარმატება და მდგრადი განვითარება.

ამის შესახებ ლორთქიფანიძემ გენდერულ საკითხებზე კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.


"მიუხედავად ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ბოლო წლებში არაერთი წინგადადგმული ნაბიჯისა როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, გენდერული თანასწორობა კვლავ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. ეს პროცესი აუცილებლად საჭიროებს როგორც სამთავრობო უწყებების, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, კერძო და სამოქალაქო სექტორის ერთობლივ მუშაობას", − განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და გენდერულ როლებთან მიმართებით საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი დამოკიდებულებების ცვლილების მნიშვნელობაზეც.

ბოლო წლებში იუსტიციის სამინისტრომ არაერთი რეფორმა განახორციელა ქალთა უფლებების დასაცავად, კერძოდ:

2914 წლის 19 ივნისს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელი მოაწერა "ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციის ("სტამბულის კონვენცია");

იუსტიციის სამინისტროში მომზადდა და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. საქართველოს პირველად აქვს ქალთა უფლებების დასაცავად სპეციალური კანონმდებლობა და ახლა საჭიროა მუშაობა მისი ეფექტიანი იმპლემენტაციისა და გაუმჯობესებისთვის;

საკანონმდებლო ცვლილებების კვალდაკვალ, დაიგეგმა და წარმატებით განხორციელდა მასშტაბური სოციალური კამპანია ძალადობის წინააღმდეგ #იმოქმედე. მის ფარგლებში მომზადდა სპეციალური ტრენინგმოდული, გადამზადდა ტრენერთა გუნდი და ჩატარდა უფასო ტრენინგები საქართველოს მასშტაბით 66 ლოკაციაზე 78 ჯგუფისთვის. ტრენინგებს ჯამში 886 პირი დაესწრო;

2015 წელს ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით ჩატარდა რეგიონული კონფერენცია აღმოსავლეთპარტნიორობის ხუთ ქვეყანაში ქალთა მიერ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერების თაობაზე;

ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა მასშტაბური საინფორმაციო კამპანია "გენდერი და საკუთრება" და სხვ.

კვლევა "სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გავლენა ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭებისა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკაზე" გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა და თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (IშEთ) პოლიტიკის ინსტიტუტის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების, პარტნიორი სახელმწიფოების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა