logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შეწყალების უფლებამოსილება და სამმაგი სტანდარტი - რატომ იცვლიან „მიშისტები და ნაცები“ პოზიციებს, მიდგომებს და ხედვებს პრეზიდენტებთან მიმართებაში - POSTV - ბაჩო ოდიშარია
შეწყალების უფლებამოსილება და სამმაგი სტანდარტი - რატომ იცვლიან „მიშისტები და ნაცები“ პოზიციებს, მიდგომებს და ხედვებს პრეზიდენტებთან მიმართებაში - POSTV - ბაჩო ოდიშარია
18:44 24.09.2019
შეწყალების უფლებამოსილება და სამმაგი სტანდარტი - რატომ იცვლიან „მიშისტები და ნაცები“ მუდმივად პოზიციებს, მიდგომებს და ხედვებს პრეზიდენტებთან მიმართებაში - ამ კითხვას ინტერნეტტელევიზია POSTV - ის ანალიტიკოსი ბაჩო ოდიშარია საავტორო ვიდეობლოგში პასუხობს.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, მსგავსი შეწყალებები საქართველოს უახლესი ისტორიისათვის საკმაოდ ტრაგიკული მეხსიერების ნაწილია.

„სწორედ ეს დანაშაული დაუმტკიცდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც შანსს არ უშვებდა ხელიდან საკუთარი ხელისუფლების კრიმინალებისთვის თეატრალური გასამართლების შემდეგ მალევე თავისუფლება რომ მიენიჭებინა. ანალოგიურად, პირადი ინტერესების მიხედვით მოქმედებდა გიორგი მარგველაშვილი, რომლის შეწყალებული 3618 ადამიანიდან 80 პროცენტზე მეტი, მსჯავრდებული იყო მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშულის ჩადენისთვის. მხოლოდ ერთი განსხვავება ყოფილ პრეზიდენტებთან მიმართებაში ის იყო, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები სააკაშვილის მხრიდან დამნაშავეების შეწყალების საქმეზე ბრალის დამტკიცებას უწოდებდნენ პოლიტიკურ დევნას. მარგველაშვილს იცავდნენ იმ არგუმენტით, რომ შეწყალების უფლება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა და კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამო მისი დასჯა არ შეიძლებოდა. თუმცა ნარატივი რადიკალურად შეიცვალეს იგივე ადამიანებმა ზურაბიშვილის შემთხვევაში” - ამბობს ბაჩო ოდიშარია.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ერთადერთი მიზანი ხელისუფლების დისკრედიტირება და მისი შესუსტებაა, რაშიც მთავრობაში მობრუნების გზას ხედავენ, რადგან საკმარისზე მეტი ფაქტობრივი მაგალითი და პირადი გამოცდლება აქვთ იმისა, რომ ხალხი მათ საკუთარი სურვილით ხელისუფლებაში აღარ დააბრუნებს.

“ყოველთვის, როდესაც საქმე მათთვის არმოსაწონ ფიგურას ეხება, განგაშის ზარები სირენასავით გაისმის, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე. სასაცილო და სრულად ამორალურია მათი მხრიდან აღშფოთებული სახით კრიტიკის მოსმენა, როდესაც ანალოგიურ საქმეზე სააკაშვილს ოლიგარქიული შურისძიების ობიექტად გვასაღებდნენ, ხოლო მათთან შეხმატკბილებულ მარგველაშვილს პრეზიდენტად, რომელმაც მხოლოდ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა. სააკაშვილის, მარგველაშვილის და ახლა უკვე ზურაბიშვილის მიერ, მსგავსი სახის, ანუ მძიმე დანაშულში მხილებული დამნაშავეების შეწყალება მავნებლური ქმედებაა, რადგან საზოგადოებაში აჩენს დიდ ეჭვებს, ამსუბუქებს სასჯელის შიშს, დაუსჯელობის და უსამართლობის განცდას. თუ ეს ხორციელდება, როგორ ჰუმანური აქტი, მას ჭირდება ფუნდამენტური დასაბუთება და საზოგადოების დეტალური ინფორმირება, სხვა შემთხვევაში, ეს მოცემულობა მართლმსაჯულების საბოტაჟის მცდელობას ემსგავსება” - ამბობს ბაჩო ოდიშარია.

ამასთან, მისი თქმით, ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ამომრჩეველი, რომელმაც ზურაბიშვილს იმის გამო მისცა ხმა, რომ მასში საკუთარი ქვეყნის მთავარსარდალს ხედავდა.

„სალომე ზურაბიშვილის არჩევა პირველ რიგში განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ მის საპირწონედ გრიგოლ ვაშაძე იდგა, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ახალაიების, მერაბიშვილის და სააკაშვილის შეწყალებას აანონსებდა, შესაბამისად, ქალბატონი სალომე სხვისი მიუღებლობის გამო არჩეული პრეზიდენტია. სამწუხაროდ, მისი საშინაო ქმედებები კიდევ უფრო აძლიერებს ხალხში მისდამი მიმღებლობის დაქვეითებას” - ამბობს ანალიტიკოსი.

ბაჩო ოდიშარიას თქმით, დაუშვებელია, შეწყალების უფლება - ინსტრუმენტი, რომელიც ჰუმანისტური მიზნებისთვისაა შექმნილი, საზოგადოებისთვის აღშფოთების საგანს და სამართლიანობის დარღვევის განცდას ნერგავდეს.

ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტის შეწყალების ირგვლივ დაწყებული გამოძიება მალე დაადგენს, თუ რა მოტივით მოხდა ის, რაც მოხდა და ვის ეკისრება უშუალო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ შესაწყალებელთა სიაში ამ უფლებისგან დისკვალიფიცირებული ადამიანები მოხვდნენ.

ვიდეოს ბმული - https://www.youtube.com/watch?v=_555l1WNqIo
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა