logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტი დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სისტემების რეფორმის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას განიხილავს
პარლამენტი დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სისტემების რეფორმის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას განიხილავს
17:07 24.09.2019
საქართველოს პარლამენტი დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სისტემების რეფორმის განხილვას იწყებს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც არაერთ მნიშვნელოვან და ახალ მიდგომას შეიცავს, დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.

კანონპროექტი ითვალისწინებს ყოფილი სასჯელაღსრულების სამინისტროს სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა“ და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ გაერთიანებას და მათ ბაზაზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბებას. ამ ორი უწყების შერწყმა სამთავრობო რეფორმამ განაპირობა, რომლის საფუძველზეც საქართველოს იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები გაერთიანდა. ვინაიდან ორივე სამინისტროში არსებობდა ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელთა მთავარი მიზანი დანაშაულის პრევენცია, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია და რეაბილიტაციაა, მათი მართვის პროცესის ოპტიმიზაციისა და ეფექტურობის გასაზრდელად ისინი ერთიანდება. ახალშექმნილი უწყება მოექცევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედების სფეროში, რომლითაც რეგულირდებოდა დანაშაულის პრევენციის ცენტრის საქმიანობა, ხოლო არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე არ ვრცელდებოდა ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნები.

გარდა ამისა, ახალი სააგენტოს ბაზაზე შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის კოორდინაციას განახორციელებს. რეფერირების ცენტრის მიზანი 14 წლამდე ასაკის ბავშვთა ანტისოციალური ქცევის წინააღმდეგ ბრძოლაა, რის ეფექტიან და ქმედით მექანიზმსაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. საქართველოს კანონმდებლობით, ამ ასაკის ბავშვებს არ ეკისრებათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისათვის და ეს სრულად შესაბამისია საერთაშორისოდ აღიარებულ ბავშვთა უფლებების სტანდარტებთან. თუმცა, პრობლემატურად რჩება ის, რომ არ არსებობს ალტერნატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს რთული ქცევის მქონე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი ბავშვებისათვის შესაბამისი სერვისების შეთავაზებას და შეძლებს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას ან ადეკვატური პასუხის გაცემას, როდესაც ამ ასაკის ბავშვი დანაშაულს ჩაიდენს. რეფერირების ცენტრი სწორედ ამ მიზანს მოემსახურება − შეიმუშავებს და განახორციელებს რეფერირების სრულყოფილ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებულ მექანიზმსა და პროცედურებს.

კანონპროექტის კიდევ ერთი სიახლე სასჯელაღსრულების ყოფილი სამინისტროს სსიპ „სასჯელაღსრულების მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ ფუნქციის შეცვლაა. მის ფუნქციას საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი შეითავსებს, ხოლო თავად ეს ცენტრი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრად გარდაიქმნება. მისი მთავარი მიზანი მსჯავრდებულთა, პატიმართა და პრობაციონერთა პროფესიული მომზადება და გადამზადება გახდება. ცენტრი დაეხმარება კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებს, ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებს, შეიძინონ დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, გადამზადდნენ და დასაქმდნენ, რაც მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და ემსახურება საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესს − ამცირებს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკებს. ამ მიზნის მისაღწევად ცენტრი მჭიდროდ ითანამშრომლებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა