logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის მთავარი თემა საოკუპაციო ხაზზე განვითარებული მოვლენები და საოკუპაციო რეჟიმების უკანონო ქმედებები იყო
დავით ზალკალიანი: ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის მთავარი თემა საოკუპაციო ხაზზე განვითარებული მოვლენები და საოკუპაციო რეჟიმების უკანონო ქმედებები იყო
15:11 24.09.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით გაეროში პარტნიორ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან შეხვედრაზე აქტიურად განიხილება ის დამატებითი ზომები და მექანიზმები, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი რთული უსაფრთხოების სურათის განსამუხტად. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრების კომენტრირებისას განაცხადა. მისი თქმით ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის მთავარი თემა საოკუპაციო ხაზზე განვითარებული მოვლენები და საოკუპაციო რეჟიმების უკანონო ქმედებები იყო. „განხილვის თემა იყო ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, იქ მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, ყველა არის აბსოლუტურად შეწუხებული. მიმოვიხილეთ ყველა არსებული ფორმატი, რომელიც არის რელევანტური ამ საკითხის განსახილველად . აღინიშნა, რომ დამატებითი ზომები და მექანიზმებია ასამუშავებელი იმისთვის, რომ ამ საკითხის მოგვარება უფრო ეფექტური იყოს, ამიტომ ვიმსჯელეთ ამ თემაზე“ -განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი წინ არ მიიწევს და არ ხდება გარღვევა და რაიმე შედეგის მიღწევა მოლაპარაკების 4 ძირითად საკითხზე. „ვიმსჯელებთ თუ როგორ შეიძლება ჟენევას გარედან დავეხმაროთ“-განაცხადა ზალკალიანმა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ ჩვენი პარტნიორები. მათი კონსულტაცია და მათი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. გაერო- არის ადგილი და ფორმატი, რომელსაც ყველა იყენებს იმისათვის, რომ პროგრესი აჩვენოს ცალკეულ საკითხებზე. მისი განმარტებით გაერო-ს ფორმატში ხშირად ხვდებიან ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეებიც კი.

მისი განცხადებით პარტნიორებთან შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ინტეგრაციულ პროცესზე. „ჩვენ გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ლიდერი ქვეყანა ვართ და პროგრესი იმსახურებს შემხვედრ ნაბიჯებს. ამ ყველაფერს ძალიან უშლის ხელს ოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია, ამიტომ ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“-განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებზე იგი ასევე ესაუბრება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და გაერო-ს გენერალურ მდივანს.

შეგახსენებთ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვიზიტის პირველ სამუშაო დღეს დავით ზალკალიანი ბერძენ, დანიელ, ესტონელ, ავსტრიელ, ირანელ, კუბელ კოლეგებს შეხვდა. მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში დავით ზალკალიანი ორმხრივი შეხვედრების გარდა მონაწილეობას მიიღებს ცალკეულ ღონისძიებებში.

.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა