logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მთავრობა „ქართული ოცნების“ ბრალდებას კოალიციის ანგარიშების გაყინვის შესახებ კატეგორიულად უარყოფს
მთავრობა „ქართული ოცნების“ ბრალდებას კოალიციის ანგარიშების გაყინვის შესახებ კატეგორიულად უარყოფს
10:26 22.08.2012
საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლობისტების მიერ გავრცელებულ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ გაყინა „ქართული ოცნების“ ან მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშები და აცხადებს, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის ანგარიში არ არის გაყინული.

როგორც მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით, საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად უკანონო სქემები შექმნა. კოალიციის ლიდერებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი კანონს არ დაემორჩილებიან.

ამავე ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არაერთხელ წარმოადგინა მყარი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე სასამართლოებმა „ქართული ოცნება“ და მისი კოალიციური პარტნიორები, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მარეგულირებელი კანონდარღვევისთვის დააჯარიმეს.

მთავრობის განცხადებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელზეც „ქართული ოცნების“ ლობისტები საუბრობენ, აღსრულების ეროვნული ბიურო აღასრულებს საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებას. სასამართლომ დაადგინა, რომ კოალიციის წევრებმა დაარღვიეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობა და ისინი კოლექტიურად 2,850,717.06 ლარით დააჯარიმა.

განცხადების ავტორთა თქმით, საინკასო დავალება აღსრულების ეროვნულ ბიუროს აძლევს უფლებას, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება ანგარიშების გაყინვის გარეშე ანუ ფულის მოძრაობის ან ანგარიშის სხვაგვარი გამოყენების შეფერხების გარეშე. არსებული მდგომარეობით, ჯარიმის მხოლოდ მცირე ნაწილი, 122,000.00 ლარი, იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ამოღებული საინკასო დავალების საფუძველზე. წინა თვეს „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად შეაგროვა 730,000 ლარი. ამ თანხის მხოლოდ 17% იქნა ამოღებული დაკისრებული ჯარიმის საფუძველზე. ზოგადად, 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 25 ივლისამდე „ქართულმა ოცნებამ“ შეაგროვა 44,539,123 ლარი (26 მილიონზე მეტი კანონიერად, ხოლო 18 მილიონზე მეტი - უკანონო შემოწირულობების სახით).

შესაბამისად, ჯარიმის სახით 122,000 ლარის ამოღება (მთლიანი შემოსავლის 0.3%) ვერ შეაფერხებს „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი და აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმოებას. მთელი კამპანიის განმავლობაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უგულებელყოფდნენ კანონის მოთხოვნებს, რასაც არც საჯაროდ მალავდნენ.

მთავრობის განცხადების თანახმად, აღნიშნული ცრუ ბრალდებები „ქართული ოცნების“ მორიგი მცდელობაა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინოს.

აღმასრულებელი ხელისუფლება მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეწყვიტოს ცილისწამების კამპანია და კონცენტრირება მოახდინოს არა არჩევნების შედეგების წინასწარ დისკრედიტაციაზე, არამედ საკუთარ საარჩევნო მიზნებზე. მთავრობა უზრუნველყოფს, რომ თითოეულ პოლიტიკურ ძალას ღია და გამჭვირვალე საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა ჰქონდეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა